საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ელისო ჩაფიძე გერმანიის ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიანტსა და პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი 09 თებერვალი 2016
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ელისო ჩაფიძე გერმანიის ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიანტსა და პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა

გერმანიის ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიატი და საქართველოს პარლამენტის სტაჟიორები დღეს, საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ელისო ჩაფიძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე ელისო ჩაფიძემ როგორც საპარლამენტო საქმიანობაზე, ასევე დეპუტატის ბიუროს მუშაობის შესახებ ისაუბრა.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა განათლების სისტემის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და ხელისუფლების ინიციატივით განხორციელებულ რეფორმებზე. მან ახალგაზრდებს გააცნო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით და კომიტეტის მხარდაჭერით მიმდინარე რეფორმები, ისაუბრა სკოლამდელი აღზრდის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტის შემუშავების პროცესზე. სტაჟიორები საქართველოში დუალური სწავლების პერსპექტივებით დაინტერესდნენ. ელისო ჩაფიძის განცხადებით, ამ მხრივ, ნაბიჯები უკვე გადადგმულია. „სამინისტროს მიერ აღიარებულია ორმაგი დიპლომი. გაცვლით პროგრამებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სახელმწიფო, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები სტატუსით გაუთანაბრდნენ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, ისინი სარგებლობენ იმავე შეღავათებით, რომლითაც უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები“, - განაცხადა ელისო ჩაფიძემ. თუმცა, დეპუტატს მიაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს პროფესიის დასაუფლებლად მოტივირებული სტუდენტების სწავლება და არა იმათი, ვინც მხოლოდ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომითაა დაინტერესებული.

ელისო ჩაფიძეს, როგორც ქალაქ ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატს, სტუდენტებმა კითხვები დაუსვეს ქალაქ ტყიბულის ქვანახშირის შახტებში დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვასთან და ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით. ახალგაზრდები დაინტერესდნენ ქალაქის პერსპექტივებით, რომელიც ქვანახშირის მოსაპოვებლად ნიკო ნიკოლაძის ინიციატივით დაარსდა. დეპუტატის ინფორმაციით, ტყიბულში ამოქმედდა სამთო პროფესიული სასწავლებელი, რომლის კურსდამთავრებულებიდან 80% შახტებში დასაქმდა. მისი თქმით, პროფესიული კადრების მომზადების შედეგად, ავარიების რიცხვმა მაღაროებში მნიშვნელოვნად იკლო. როგორც ელისო ჩაფიძემ აღნიშნა, თბილისის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად მიმდინარეობს მსჯელობა ტყიბულში სამთო ფაკულტეტის დაარსების შესახებ, რომელიც სამთო ინჟინრებს მოამზადებს. დეპუტატის მოსაზრებით, უმაღლესი სასწავლებლის ამოქმედება მნიშვნელოვნად შეამცირებს ახალგაზრდების გადინებას რაიონიდან.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
18 ივნისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
18 ივნისი 2026

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

მარიამ ლაშხმა სასკოლო კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
16 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სასკოლო კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

ნინო წილოსანი, მარიამ ლაშხი და რატი იონათამიშვილი პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ
16 ივნისი 2026

ნინო წილოსანი, მარიამ ლაშხი და რატი იონათამიშვილი პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
10 ივნისი 2026

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R