საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები, პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია და პარტიის პოლიტიკური მდივანი ზვიად კვაჭანტირაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდნენ

18 სექტემბერი 2019
დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები, პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია და პარტიის პოლიტიკური მდივანი ზვიად კვაჭანტირაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდნენ

დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები, პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია და პარტიის პოლიტიკური მდივანი ზვიად კვაჭანტირაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს ტიტუს კორლატეანს და კლოდ კერნს შეხვდნენ. 

შეხვედრის მთავარი თემები იყო მართლმსაჯულების რეფორმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხი.

„ეს შეხვედრა შედგა თავად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების ინიციატივით ჩვენი ახალი პარტიის „სამართლიანობისთვის“ ფორმატში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ყველაზე დიდი დრო შეხვედრაზე დაეთმო მართლმსაჯულების რეფორმას და უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეების არჩევის პრობლემატურ საკითხს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აკვირდება ამ პროცესებს და მონიტორები სწორედ იმიტომ არიან ჩამოსულები საქართველოში, რომ მოამზადონ ახალი ანგარიში. ეს არის მთავარი საკითხი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს დემოკრატიულ კურსს და საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდეგ აღებული ვალდებულებების კუთხით არსებულ მდგომარეობას. ის, რომ დღეს ჩვენ ამ დემოკრატიის კუთხით ნაბიჯები უკან გადავდგით წარსულში, გამოიხატა სწორედ მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით დაშვებულ ძალიან სახიფათო კომპრომისებში, რაც უთუოდ იქნება ევროპის საბჭოს მხრიდან რეაგირების და კრიტიკული შეფასების საგანი. ჩვენ ამ თემებზე საკამოდ ბევრი ვისაუბრეთ. ისინი დააკვირდებიან ამ პროცესებს და შესაბამისად, ეს ყველაფერი აისახება საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშში“, - აღნიშნა შეხვედრის კომენტირებისას ეკა ბესელიამ.

ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე წინასაარჩევნო გარემოს. 
„დღეს განვიხილეთ მთელი რიგი მიმდინარე საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე. ვისაუბრეთ ქვეყანაში ნაადრევად დამდგარ წინასაარჩევნო გარემოზე და იმ ვალდებულებებზეც, რომლებიც საქართველოს აღებული აქვს წლების წინ ევროპის საბჭოს წინაშე. ჩვენს ევროპელ კოლეგებს გავაცანით ჩვენი ხედვები ამ თემებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R