საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ჩინეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დავით საგანელიძე ჩინური კომპანია CNTIC-ის წარმომადგენლებს შეხვდა
მედია და საზოგადოება 01 დეკემბერი 2014

საქართველოს ეკონომიკური გავითარებისა და საინვესტიციო პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს ჩინეთის ტექნოლოგიების ექსპორტისა და იმპორტის ეროვნული კორპორაციის (CNTIC) წარმომადგენლებმა და საქართველოს პარლამენტის ჩინეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ დღევანდელ შეხვედრაზე.
ჩინური დელეგაცია საქართველოში ხუთდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა და ისინი შეხვდებიან საქართვლოს საინვესტიციო ფონდისა და სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებს, ასევე ქართველ ბიზნესმენებს. შეისწავლიან საქართველოში ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის წარმოების პერსპექტივებს და ამის შესაბამისად შეადგენენ მომავალი თანამშრომლობის გეგმებს, რომელსაც დეკემბერში ქართული დელეგაციის ჩინეთში ვიზიტისას განიხილავენ.
