პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მანანა კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძილინის პროვინციის დელეგაციის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მანანა კობახიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძილინის პროვინციის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყნას შორის არსებულ მრავალმხრივ ურთიერთობებზე და მათი განვითარების მნიშვნელობაზე, მათ შორის, საკანომდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა ხალხებს შორის ურთიერთობების მნიშვნელობასაც.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
„პარლამენტში სტუმრად იმყოფებოდა დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძილინის პროვინიციის სახალხო კონგრესიდან. დელაგაციაში იყო ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელიც. ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომობაზე საკანონმდებლო ორგანოსა და ძილინის ადგილობრივ კონგრესს შორის. ძალიან საინტერესო წინადადებები მოვისმინეთ მათგან. კერძოდ, გაჟღერებული იყო იდეა საერთაშორისო ქალთა კონგრესის საქართველოში ჩატარების შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით, თუკი ჩინეთისა და ქართული მხარის მიერ ერთობლივად იქნება ორგანიზებული საერთაშორისო ფორუმი, სადაც მნიშვნელოვანი იქნება სწორედ იმ პრობლემებზე საუბარი, რომელიც აწუხებს ქალებს ყველგან, როგორც ჩინეთში, ასევე ჩვენს ქვეყანაში.
შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე ორმხრივ თანამშრომლობაზე ზოგადად ბიზნესის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
შეხვედრას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე დაესწრო.
