საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თინათინ ხიდაშელის შეხვედრა ფონდი - „ღია საზოგადოება საქართველოს\" ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერთან

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 23 აპრილი 2015
თინათინ ხიდაშელის შეხვედრა ფონდი - „ღია საზოგადოება საქართველოს\" ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერთან

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელი ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერს, ვანო ჩხიკვაძეს შეხვდა.
 
მხარეებმა ფონდისა და კომიტეტის ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს. მათ იმ ერთობლივ პროექტზეც იმსჯელეს, რომელსაც რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დააფინანსებს და ევროპული პოლიტიკის რუმინული ცენტრი („Romanian Center for European Policies“) ფონდ - „ღია საზოგადოება საქართველოსთან“ ერთად განახორციელებს.

„სამმხრივი პარტნიორობის ფარგლებში, (ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, რუმინული მხარე და ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო") რამდენიმე სხვადასხვა ამოცანასთან ერთად, იგეგმება რეგიონული გასვლები, რომლის მიზანია საქართველოს პარლამენტის წევრებისა და ექსპერტების საზოგადოებასთან კომუნიკაცია და ევროკავშირთან დაკავშირებით მათი ცნობიერების ამაღლება. შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივაც, რომ სექტემბერში დაიწყება პროექტი და შესაბამისად, კონკრეტული ღონისძიებები უნდა დავგეგმოთ“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, ფონდი - „ღია საზოგადოება საქართველო“ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მუდმივ რეჟიმში ახდენს როგორც ასოცირების ხელშეკრულების, ასევე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) მონიტორინგს. შესაბამისად, ძალზე მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების გაზიარება, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა. 

ამ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის თანამშრომელთა გადამზადება და სასწავლო ვიზიტი რუმინეთში.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

დიასპორის, ევროპასთან ინტეგრაციისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს
02 ივნისი 2026

დიასპორის, ევროპასთან ინტეგრაციისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს
31 მაისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინეს
06 მაისი 2026

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ თორნიკე ფაღავა აირჩიეს
30 აპრილი 2026

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ თორნიკე ფაღავა აირჩიეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R