ვიქტორ დოლიძე კარლჰაინს კოფვს შეხვდა

საქართველო-ავსტრიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიქტორ დოლიძე ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული საბჭოს ვიცე-სპიკერს, კარლჰაინს კოფვს შეხვდა.
შეხვედრაზე, მხარეებმა, ორი ქვეყნის ურთიერთობების განხილვის პარალელურად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე და ევროპაში მიგრანტების პრობლემებზე ისაუბრეს.
მხარეებმა, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაზეც ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, დღეს, ბრიუსელში, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი (LIBE) საქართველოს საკითხზე იმსჯელებს და შესაბამის პოზიტიურ გადაწყვეტილებას გამოიტანს, რასაც ავსტრია მხარს უჭერს.
მხარეებმა საგარეო პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, საშინაო პოლიტიკაზე, მათ შორის საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე და ზოგადად, საარჩევნო გარემოს საკითხებიც მიმოიხილეს.
საქართველო-ავსტრიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან შეხვედრამდე ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული საბჭოს ვიცე-სპიკერი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.
