საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ზაქარია ქუცნაშვილი თიანეთის, ყაზბეგის და დუშეთის მაჟორიტარული ოლქის პირველკურსელებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 17 ოქტომბერი 2018
ზაქარია ქუცნაშვილი თიანეთის, ყაზბეგის და დუშეთის მაჟორიტარული ოლქის პირველკურსელებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, თიანეთის, ყაზბეგის და დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ტრადიციულად შეხვდა მაჟორიტარული ოლქიდან ახალგაზრდებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გახდნენ.

შეხვედრა თიანეთის, ყაზბეგის და დუშეთის რაიონების პირველკურსელებთან პარლამენტის თბილისის სასახლეში გაიმართა.

ზაქარია ქუცნაშვილმა ახალგაზრდებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება - სტუდენტობა მიულოცა და სწავლაში წარმატებები უსურვა.

მან საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებაც გააცნო ახალგაზრდებს და ურჩია, რომ უმთავრესია ახალგაზრდებმა ცხოვრების მიზანი ჩამოაყალიბონ და შემდეგ ამ მთავარი მიზნისკენ გეგმაზომიერი სვლით იარონ.

თავის მხრივ, სტუდენტები პარლამენტის საქმიანობით დაინტერესდნენ და დეპუტატისგან სხვადასხვა კითხვაზე მიიღეს პასუხი.

„სტუდენტებთან შეხვედრის მიზანი არის ის ინტერესი, რომელიც მე მაქვს ახალ თაობასთან მიმართებაში - ახალი თაობა გამოდის რა თავისი ცხოვრების ასპარეზზე, ჩემის აზრით ცოდნის მიღებით ანუ სპეციალობების დაუფლებით იძენს იმ უნარ-ჩვევებს და აუცილებელ ცოდნას, რაც ჯამში მათ აახლოებს ცხოვრების მიზანთან. ეს გზა არ არის მარტივი, მით უმეტეს სტუდენტების ცხოვრება არ არის მარტივი. ამიტომაც, მე შევეცადე ის მეთოდოლოგია გამეცნო, რითაც მე ვხელმძღვანელობ ცხოვრებაში - რა არის ცხოვრების მიზანი და რა როლს ასრულებს ამ მიზნის მიღწევაში პროფესიული ცოდნა და საქმიანობის სფერო. ვფიქრობ, ამ სამი რამის კავშირი განაპირობებს ადამიანის წარმატებას, ბუნებრივია, შრომასთან ერთად, რადგან შრომის გარეშე არაფერი ხდება. იმედი მაქვს, რომ ჩვენი სტუდენტები დუშეთიდან, თიანეთიდან და ყაზბეგიდან წარმატებული ეროვნული გამოცდების შემდეგ, ასევე წარმატებით შეძლებენ სპეციალობების დაუფლებას, საქმიანობის გაგრძელებას იმ მიზნების მისაღწევად, რაც მათ დაისახეს თავისი ცხოვრების ამ თუ შემდგომ ეტაპზე“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა პირველკურსელებთან შეხვედრის შემდეგ.

წელს თიანეთის, დუშეთის და ყაზბეგის რაიონებიდან 200-მდე ახალგაზრდამ მოიპოვა პირველკურსელის სტატუსი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში მოისმინა
22 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

მსგავსი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხი განიხილა
22 ივნისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხი განიხილა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე პარლამენტის დადგენილების აღსრულების მონიტორინგის შედეგები განიხილა
22 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე პარლამენტის დადგენილების აღსრულების მონიტორინგის შედეგები განიხილა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში
18 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
18 ივნისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R