საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ზაზა ხუციშვილის შეხვედრა ინდონეზიის რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციის წევრებთან

მედია და საზოგადოება 04 დეკემბერი 2017
ზაზა ხუციშვილის შეხვედრა ინდონეზიის რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციის წევრებთან

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი დღეს საქართველოში ვიზიტად მყოფი ინდონეზიის რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

„პირველ რიგში მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ინდონეზიის მთავრობას იმისათვის, რომ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია. ამიტომ, ჩვენ ძალიან ვაფასებთ ყველა ქვეყნის იმ მიდგომას და აღიარებას, რომ საქართველო გახლავთ სუვერენული ქვეყანა, რომელსაც აქვს უფლება თვითონ აირჩიოს მისი მოკავშირეები და მისი პოლიტიკური ორიენტაცია“, - განაცხადა მისალმებისას ზაზა ხუციშვილმა. 

ქართველი პარლამენტარის თქმით, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ მალე საქართველოში იქნება ინდონეზიის დიპლომატიური წარმომადგენლობა. „მოხარული ვიქნებით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის უფრო გაღრმავებით, როგორც პოლიტიკურ ასპექტში, ასევე კულტურული და ეკონომიკური კავშირების მიმართულებით“, - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

შეხვედრაზე მხარეებმა იმ გლობალურ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელიც მოსახლეობისათვის უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნა უკავშირდება. ასევე საუბარი შეეხო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებში თანამშრომლობის ცალკეული ასპექტებს, რეგიონალურ ურთიერთობებს და მდგრადი განვითარების საკითხებს. 

როგორც სტუმრებმა განაცხადეს, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა განახორციელა საქართველოს პარლამენტმა ღია მმართველობის პოლიტიკის გატარების თვალსაზრისით.

დაინტერესდნენ ასევე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის თვალსაზრისით ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებით.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ახლო მომავალში საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების შექმნა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის პარლამენტებს დაამყარონ უფრო მჭიდრო ურთიერთობა და განავითარონ თანამშრომლობა. როგორც ინდონეზიის რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარემ, დოქტორმა ნურჰაიატი ალი ასეგაფმა განაცხადა, მომავალ წელს ინდონეზია უმასპინძლებს მდგრადი განვითარების საკითხებზე წარმომადგენლობით ფორუმს და იმედი გამოთქვა, რომ ამ ფორუმზე საქართველოს პარლამენტიც იქნება წარმოდგენილი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ენძელა მაჭავარიანი.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიასთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავასთან, შეხვედრა ასევე გაიმართება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
10 ივნისი 2026

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა
10 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
10 ივნისი 2026

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R