საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიმიტრი ცქიტიშვილმა შრომითი უფლებების და შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ვაშინგტონში შეხვედრები გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 18 მარტი 2019
დიმიტრი ცქიტიშვილმა შრომითი უფლებების და შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ვაშინგტონში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმდჯომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, ვაშინგტონში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა.

ორმხრივი შეხვედრები გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში და აშშ-ის ვაჭრობის წარმომადგენლის ოფისში.

ვაშინგტონში, დიმიტრი ცქიტიშვილი, ვერმონტის შტატის სენატორ, ბერნი სანდერსს შეხვდა.

დეპუტატი შეხვდა ამერიკის პროფესიული კავშირების (AFL-CIO) და ამერიკული სოლიდარობის ცენტრის წარმომადგენლებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი საქართველოს პარლამენტში შექმნილი შრომით საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია. აქედან გამომდინარე, ვაშინგტონში გამართულ ყველა შეხვედრაზე მთავარი საკითხი სწორედ შრომითი კანონმდებლობა, კერძოდ კი, შრომითი უფლებები, შრომის უსაფრთხოება და შრომის ინსპექცია იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილთან ერთად, შეხვედრებს ქართული მხრიდან ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, დავით ბაქრაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი აშშ-ში, გიორგი ციკოლია და საქართველოს კონსული აშშ-ში, ლევან ბერიძე.

ვაშინგტონში ოფიციალურ ვიზიტამდე დიმიტრი ცქიტიშვილი გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის (CSW) 63-ე სესიას დაესწრო ნიუ-იორკში.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს
10 ივლისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიაში მონაწილეობს
06 ივლისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიაში მონაწილეობს

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა
29 ივნისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძემ ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
29 ივნისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძემ ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R