საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი წერეთელმა ბაქოში, აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, შეხვედრები გამართა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA) 12 მარტი 2018
გიორგი წერეთელმა ბაქოში, აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან,  შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიორგი წერეთელი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქში იმყოფება. 

ქვეყნის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და ასამბლეის საპარლამენტო დელეგაციის წევრების შეხვედრა საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში აზერბაიჯანის ჩართულობასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების საკითხების განხილვას დაეთმო. აღინიშნა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელება აზერბაიჯანს ეუთოს სივრცეში სანდო პარტნიორად წარმოაჩენს, რაც, თავის მხრივ, უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს. შეხვედრაზე მხარეები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხებს შეეხნენ და აღნიშნულ პროცესში ეუთოს როლის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. 

ქვეყნის პირველ პირთან გამართულ შეხვედრაზე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და უკრაინის კრიზისის სავალალო შედეგებსაც შეეხო და კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.

ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ქვეყნის მილი მეჯლისის სპიკერს, ოგდაი ასადოვს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ელმარ მამადიაროვს და საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის და ასამბლეის ფარგლებში შექმნილი „აბრეშუმის გზის მხარდამჭერი ჯგუფის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, - „პარლამენტარების როლი აბრეშუმის გზის მხარდასაჭერად ეკონომიკური თანამშრომლობისა და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში", მიიღებს მონაწილეობას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
03 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
09 მარტი 2026

შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

ლევან მახაშვილი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ
08 მარტი 2026

ლევან მახაშვილი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა 
22 თებერვალი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა 

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
21 თებერვალი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R