საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ წევრის, კობა ლურსმანაშვილის ორგანიზებით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი „სტუდენტური პარლამენტის“ წევრებს შეხვდა

ფრაქციები 19 Mar 2018
ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ წევრის, კობა ლურსმანაშვილის ორგანიზებით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი „სტუდენტური პარლამენტის“ წევრებს შეხვდა

19 მარტს, ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ წევრისა და ხარაგაული-ბაღდათის მაჟორიტარის, კობა ლურსმანაშვილის ორგანიზებით, „სტუდენტური პარლამენტის“ წევრი ახალგაზრდები რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს ზაზა გაბუნიასა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ზუგდიდის მაჟორიტარს, მერაბ ქვარაიას შეხვდნენ.

შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა წარმოადგენდა. ზაზა გაბუნიამ სტუდენტებს კომიტეტის სამუშაო გეგმა გააცნო. კომიტეტის თავმჯდომარე „სტუდენტური პარლამენტის“ წევრებს ფისკალური დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა და 2018 წელს დაგეგმილი რეფორმის ის სამი მიმართულება გააცნო, რომელთა სრულყოფაზე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ერთობლივად მუშაობს.

კომიტეტის თავმჯდომარემ დეცენტრალიზაციის პროცესს „კარგი მმართველობის“ მოდელი უწოდა და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, თვითმმართველობის რეფორმა ქვეყნისთვის ნომერ მეორე მნიშვნელობის ცვლილებად შეიძლება ჩაითვალოს.

„თვითმმართველობას არ ჰყავს უფროსი, იმის მიუხედავად, რომ საკანონმდებლო ორგანოში არსებობს კომიტეტი, რომელიც იღებს მთელ რიგ გადაწყვეტილებებს ამ მიმართულებით. ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავად უნდა მოაწესრიგოს მის კომპეტენციაში არსებული საკითხები. ამიტომ თვითმმართველობა უნდა იყოს თვითკმარი, რისთვისაც საჭიროა დამატებითი უფლებები. ეს პროცესი უკვე დაწყებულია - მაგალითად, სკოლების მართვის სარეაბილიტაციო და სამეურნეო საკითხები უკვე მუნიციპალიტეტების საქმე იქნება“ - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

მაჟორიტარული და საკანონმდებლო საქმიანობის შესახებ საკუთარი გამოცდილება სტუდენტებს ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრმა, კობა ლურსმანაშვილმაც გაუზიარა.

დეპუტატმა სტუდენტებს კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მიზნით, მათი ინიციატივების გენერირება შესთავაზა. მსგავსი შეხვედრების გაგრძელების სურვილი გამოთქვა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მერაბ ქვარაიამაც.

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ზაზა გაბუნიამ და კომიტეტის წევრებმა სტუდენტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს და ახლო მომავალში კიდევ ერთ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

კახა კუჭავა ფრაქციის - „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებს შეხვდა
14 May 2021

კახა კუჭავა ფრაქციის - „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებს შეხვდა

მსგავსი

ალექსანდრე ელისაშვილის და ლევან იოსელიანის ბრიფინგი
09 Mar 2021

ალექსანდრე ელისაშვილის და ლევან იოსელიანის ბრიფინგი

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებზე იმსჯელა
04 Mar 2021

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებზე იმსჯელა

14 Oct 2020

ისნის რაიონში არსებულ N156 საბავშვო ბაღში რაგბის მოედანი გაიხსნა

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა
09 Sep 2020

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R