საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებზე იმსჯელა

ფრაქციები 04 მარტი 2021
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებზე იმსჯელა

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს - „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის შედეგად შეიქმნა, მორიგი შეხვედრა გამართა, სადაც მოწვეული იყვნენ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განხილული იყო საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები.

როგორც სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარემ, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შალვა პაპუაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ფაქტობრივად, ყველა პროცედურულ საკითხზე აბსოლუტური თანხვედრაა.

„შემიძლია გითხრათ, რომ, ფაქტობრივად, ყველა პროცედურულ საკითხზე, რაც ეხება საარჩევნო დავებს, ადმინისტრაციულ რესურსს, ტექნოლოგიების გამოყენებას, რომელსაც შემდეგ კიდევ უფრო დეტალურად განვიხილავთ, გვაქვს აბსოლუტური თანხვედრა. არის ცალკეული განსხვავებული მოსაზრებები, მაგალითად, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით - პროპორციულ და მაჟორიტარულ საკითხზე და ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პარტიულ ნაწილზე. ჩვენ გვაქვს დათქმა, რომ პარტიულ ნაწილში საკუთარი წევრის დანიშვნის უფლება ექნებათ იმ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში შემოვლენ და ამასთან დაკავშირებით გამოითქვა კრიტიკული მოსაზრება. ეს გასაგებიცაა, რადგან ორივე ეს საკითხი გარდა სამართლებრივისა ასევე არის პოლიტიკური და ამის გადაწყვეტას სხვა ფორმატი სჭირდება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ლევან იოსელიანის განცხადებით, დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა მთლიანობაში ასახავს ფასილიტატორების მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებების დროს ოპოზიციის მიერ მიღწეულ შედეგს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„არსებობს მაშინდელი შედგენილი დოკუმენტი და არსებობს დაინიცირებული დოკუმენტი, რომელიც პრაქტიკულად ყველა იმ საკითხს პასუხობს, რომელიც იმ დროს ოპოზიციამ დააყენა, და უფრო მეტიც, კიდევ უფრო მეტი მუხლია ახლა დოკუმენტში შეტანილი, რომელიც საარჩევნო გარემოს რეალურად აუმჯობესებს.
ჩვენ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს და კონკრეტული შედეგი დავდეთ. ეს პროცესი გრძელდება, რადგან მალე დაიწყება საკომიტეტო განხილვები და ჩვენ დაახლოებით ორთვიანი ვადა გვაქვს იმისთვის, რომ ეს დოკუმენტი კანონად იქცეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ყველა ჩართული იყოს, მათ შორის, ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თვლიან, რომ მათი ინტერესი ისე არ არის გათვალისწინებული, როგორც უნდა ყოფილიყო. მათ თვითონ უნდა მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში და თქვან მაშინ რა უნდათ და რა არ არის გათვალისწინებული, ამისთვის კი საჭიროა მონაწილეობა მიიღონ განხილვებში“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
15 ივლისი 2026

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R