საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტმა ქართველი პოლიტიკოსის, ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა

მედია და საზოგადოება 09 დეკემბერი 2018
საქართველოს პარლამენტმა ქართველი პოლიტიკოსის, ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა

„ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის“ ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში მე-4 და მე-5 მოწვევის (1995-2001 წწ.) პარლამენტის თავმჯდომარის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით სკოლის დირექტორმა, ქეთევან მახარაშვილმა მიმართა, რომელმაც ქართულ პოლიტიკაში და სსიპ „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის“ დაარსებაში ზურაბ ჟვანიას დამსახურებაზე ისაუბრა.

„ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისთვის დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა მისი სახელის ტარება. ზურაბ ჟვანია იყო ის პოლიტიკოსი, რომლის ხედვებმაც განსაზღვრა საქართველოს დემოკრატიული განვითარება. მისი ხელმძღვანელობით საქართველოში საფუძველი ჩაეყარა ქართულ პარლამენტარიზმს და ევროპული ინტეგრაციისკენ სვლას. ზურაბ ჟვანია ქმნიდა პოლიტიკურ ამინდს ქვეყანაში და ბევრ მნიშვნელოვან პროცესს ედგა სათავეში“, - განაცხადა ქეთევან მახარაშვილმა.

ქართველი პოლიტიკოსის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოწვეულ საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიმართა.

„ზურაბ ჟვანიამ უმაღლესი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე და ეს პასუხისმგებლობა დაეკისრა იმ დროს, როდესაც ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ქართული პარლამენტარიზმი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, ჯერ კიდევ არ იყო მკაფიოდ გამოკვეთილი, თუნდაც, ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი და ზურაბ ჟვანია იყო ის ადამიანი, რომელმაც ამ ყველაფერში, განსაკუთრებული როლი შეასრულა. სწორედ ბატონი ზურაბ ჟვანიას დამსახურებაა ის, რომ დღეს ვითარდება ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ვითარდება ჩვენი პარლამენტარიზმი. ვითარდება ჩვენი პოზიციები, ძლიერდება საგარეო და კულტურული მიმართულებით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციურ არჩევანს უკავშირდება, ზურაბ ჟვანიას მოღვაწეობის დროს ჩამოყალიბდა.

„გვაქვს ძალიან მკაფიოდ არჩეული საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ცივილიზაციურ არჩევანთან. ჩვენი ამოცანა გახლავთ ინტეგრაცია დასავლურ სივრცესთან და ეს არის სწორედ ის კურსი, რომელიც ჩამოყალიბდა იმ დროს, როდესაც მოღვაწეობდა ბატონი ზურაბ ჟვანია. ბატონი ზურაბის როლი ამ ყველაფერში არის ნამდვილად ფასდაუდებელი“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს ზურაბ ჟვანიას ოჯახის სახელით, მისი ვაჟი, ბუსა ჟვანია მიესალმა, რომელმაც ღონისძიების ორგანიზებისთვის პარლამენტის თავმჯდომარეს და სსიპ „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის“ დირექტორს მადლობა გადაუხადა.

„ჩემთვის დიდი პატივი და სიხარულია დღეს აქ, საქართველოს პარლამენტში ყოფნა, რომლის ჩამოყალიბებასა და განვითარებას ზურაბ ჟვანიამ თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მიუძღვნა. სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი სახელმწიფო განვითარების იმ ხედვას, რომლის ირგვლივაც დღემდე ერთიანდება სრულიად პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება, მიუხედავად მწვავე პოლიტიკური პროცესებისა. ზურაბ ჟვანიამ ეს ხედვა ერთ ისტორიულ ფრაზაში შეაჯამა - „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი“, - განაცხადა ბუსა ჟვანიამ.

ღონისძიების დასასრულს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსის - „ჩვენი თაობის პრივილეგია“ - გამარჯვებულის დაჯილდოების ცერემონია და მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გაიმართა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა
12 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა

მსგავსი

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა
12 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
11 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R