საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის პრესკონფერენცია

მედია და საზოგადოება 13 აგვისტო 2015
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის პრესკონფერენცია

„საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პოლიტიკურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას, რომელიც, მათ შორის, ეროვნული ვალუტის კურსს უკავშირდებოდა. 

ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ორი რადიკალურად განსხვავებული პოზიცია დაიკავა ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებით, რაც, მისი თქმით, თავისთავად, გარკვეულ კითხვებს ბადებს.

„2013 წლის ბოლოს გიორგი ქადაგიძემ თქვა, რომ რეზერვების ხარჯვა დაიწყო და ინტერვენცია მოახდინა იმიტომ, რომ ადგილი არ ჰქონოდა სპეკულაციის განვითარებას. რადიკალურად განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა მან 2014 წლის ბოლოს, როცა თქვა, რომ არ ვაპირებ ინტერვენციის განხორციელებას იმიტომ, რომ ამან შეიძლება პირიქით, სპეკულაციას შეუწყოს ხელიო. ეს ორი რადიკალურად განსხვავებული პოზიცია ერთი წლის განმავლობაში, ასე ვთქვათ, მიმაჩნია, რომ არასწორი იყო“, - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ. მისი თქმით, ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გუშინდელი განცხადების პარალელურად, იმის მიუხედავად, რომ ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი 2,30 იყო, ვალუტის გადამცვლელ რამდენიმე ჯიხურში იგი მყის ოთხი პუნქტით გაიზარდა.

ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილება წელს რამდენიმე მოვლენის პარალელურად ხდებოდა, იყო ეს მთავრობის დამტკიცება, ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვა პარლამენტში თუ უკვე მიღებულ კანონპროექტზე ვეტოს დადება. „ამის შემდეგ, ლარის კურსი გარკვეულწილად დასტაბილურდა, თუმცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გუშინდელმა განცხადებამ გარკვეულ ცვლილებებს კვლავ დაუდო საფუძველი და საზოგადოებაში გარკვეული პანიკაც დაითესა“, - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ. მისი თქმით, ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა არ ქმნის იმის საფუძველს, რომ კურსის ცვლილება მომხდარიყო. „იმპორტი შემცირებულია, ტურისტების რაოდენობა გაზრდილია და იმის ობიქტური მიზეზები, რომ კურსი გაზრდილიყო, არ იყო, რომ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება“, - აღნიშნა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ზურაბ ტყემალაძე რეფინანსირების სესხებსა და მათზე საპროცენტო განაკვეთის გაზრდის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ იგი ემხრობა ამ საპროცენტო განაკვეთის გაზრდას, როგორც ეს გუშინ მოხდა და მას ეს პროცესი დაგვიანებულადაც კი მიაჩნია.

ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი ხშირად აპელირებს იმითაც, რომ თითქოს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები დადებითად აფასებენ ეროვნული ბანკის საქმიანობას, თუმცა, არსებობს იმავე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მომზადებული დოკუმენტები, რომლითაც იგი ეროვნულ ბანკს სთავაზობს ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის შექმნას, რეკომენდაციას აძლევს გამოაქვეყნოს ფინანსური სტაბილურობის ანგარიშები, რაც 2012 წლიდან შეწყვიტა და ა.შ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
10 ივნისი 2026

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა
10 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
10 ივნისი 2026

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R