საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა ზაქარია ქუცნაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 16 ივლისი 2019
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა ზაქარია ქუცნაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრის ზაქარია ქუცნაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი განიხილა და ერთხმად დაუჭირა მხარი.

საკითხი კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა გამოიტანა და განაცხადა, რომ ქუცნაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი მისივე განცხადებაა, რომლითაც პარლამენტის თავმჯდომარეს 28 ივნისს მიმართა. როგორც გიორგი კახიანმა აღნიშნა, განცხადების ნამდვილობა დადგენილია და, შესაბამისად, კომიტეტის დასკვნა ამ საკითხზე წარედგინება პარლამენტის პლენარულ სხდომას, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას. 
კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტი ზაქარია ქუცნაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს უახლოეს რიგგარეშე სესიაზე პირველივე საკითხად განიხილავს.

კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს არანაკლებ 200000 ამომრჩევლის ინიციატივით საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურების საკითხი. საინიციატივო ჯგუფში წარმოდგენილი არიან: გიორგი ახვლედიანი, ალექსანდრე ბარამიძე, თინათინ ბოკუჩავა, კონსტანტინე გამსახურდია, პაატა დავითაია, მურმან დუმბაძე, ალექსანდრე ელისაშვილი, გიორგი ვაშაძე, გრიგოლ ვაშაძე, ლევან თარხნიშვილი, მამუკა კაციტაძე, თამარ კორძაია, შოთა მალაშხია, გოჩა მამაცაშვილი, ნიკა მაჭუტაძე, ნიკანორ მელია, თენგიზ ომანიძე, ხათუნა სამნიძე, გიორგი უგულავა, ბაჩუკი ქარდავა, შალვა შავგულიძე, ლევან ჩხეიძე, ზურაბ ხარატიშვილი, ვახტანგ ხმალაძე.

აღნიშნული საკითხიც კომიტეტის სხდომაზე გიორგი კახიანმა გამოიტანა და ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების პროცესზე, რომელიც თითქმის ერთი თვე გრძელდებოდა, ასევე შემოწმების შედეგებზე ინფორმაცია წარმოადგინა. მისი თქმით, ხელმოწერების ნამდვილობის ფორმალური და არაფორმალური შემოწმების შედეგად, გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა და ჯამში 26 386 ხელმოწერა ბათილად იქნა ცნობილი. საერთოდ კი, წარმოდგენილი იყო 228 559 ხელმოწერა, საიდანაც ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა 202 173 აღმოჩნდა. 

შესაბამისად, კომიტეტმა დადასტურებულად მიიჩნია არანაკლებ 200 ათასი ხელმოწერის ნამდვილობა, რაც, როგორც გიორგი კახიანმა აღნიშნა, არის საფუძველი იმისა, რომ მოხდეს კონსტიტუციური კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მომდევნო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემის წესით ჩატარებას ითვალისწინებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა
08 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა

მსგავსი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ იმედა ნიკურაძე აირჩიეს
20 მაისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ იმედა ნიკურაძე აირჩიეს

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაცია შეისწავლა
02 თებერვალი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაცია შეისწავლა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
20 ოქტომბერი 2025

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

დავით მათიკაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის არარეზიდენტ ელჩს შეხვდა
19 სექტემბერი 2025

დავით მათიკაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის არარეზიდენტ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R