საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ხათუნა გოგორიშვილი აირჩია

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 15 მაისი 2015
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ხათუნა გოგორიშვილი აირჩია

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, 8 ხმით, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ხათუნა გოგორიშვილი აირჩია. ხათუნა გოგორიშვილის კანდიდატურა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, უმცირესობის კვოტით, ფრაქციამ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარადგინა. 

აღნიშნულ თანამდებობას საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე იკავებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური იყო.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, გიგლა აგულაშვილის ადგილმონაცვლის, თეიმურაზ ნერგაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა.

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განმარტა, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან პარლამენტში, კანონმდებლობის მოთხოვნის მიხედვით, შემოვიდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება და თანდართული დოკუმენტაცია.

ანკარგულება ადგენს: ,,ცნობილ იქნას საქართველოს პარლამენტში საარჩევნო ბლოკის ,,ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ პარტიული სიით არჩეული საქართლოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, გიგლა აგულაშვილის (ბლოკის პარტიულ სიაში №27) ადგილმონაცვლედ ამავე ბლოკის პარტიული სიით პარლამენტის წევრობის კანდიდატი თეიმურაზ ნერგაძე (ბლოკის პარტიულ სიაში №90)“.

გიორგი კახიანის განცხადებით, განკარგულების თანდართული დოკუმენტაცია კანონმდებლობის მოთხოვნებს შეესაბამება.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ერთხმად, მიზანშეწონილად მიიჩნია თეიმურაზ ნერგაძის პარლამენტის წევრად ცნობა.

კომიტეტის შესაბამისი დასკვნა წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელიც აღნიშნულ საკითხს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ იმედა ნიკურაძე აირჩიეს
20 მაისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ იმედა ნიკურაძე აირჩიეს

მსგავსი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაცია შეისწავლა
02 თებერვალი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაცია შეისწავლა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
20 ოქტომბერი 2025

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

დავით მათიკაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის არარეზიდენტ ელჩს შეხვდა
19 სექტემბერი 2025

დავით მათიკაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის არარეზიდენტ ელჩს შეხვდა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გივი მიქანაძის ადგილმონაცვლის, დავით დოლიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა
02 ივლისი 2025

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გივი მიქანაძის ადგილმონაცვლის, დავით დოლიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R