საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მანანა კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაზე სიტყვით გამოვიდა

მედია და საზოგადოება 22 Jun 2016
მანანა კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაზე სიტყვით გამოვიდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრი მანანა კობახიძე სტრასბურგში მიმდინარე ზაფხულის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ქალთა ჩართულობაზე, მათ გადამზადებასა და ამ მიმართულებით იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში ბოლო წლებში განხორციელდა:

„კოლეგებო,
უპირველესად ყოვლისა, ნება მიბოძეთ, მადლობა გადავუხადო პატივცემულ მომხსენებელს მნიშვნელოვან თემაზე - სამხედრო ძალებში თანასწორობის ხელშეწყობასა და გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრაზე წარმოდგენილი ანგარიშისთვის. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ჩვენ ყველას გვმართებს მაქსიმალური კონსოლიდაცია შეიარაღებულ ძალებში ქალთა თვითრეალიზების, მათი კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის გარემოებაც, რომ კვლავ პრობლემად რჩება სამხედრო ძალებში ქალთა შევიწროების საკითხი, რაც შესაბამისი ეფექტური მექანიზმების დანერგვის აუცილებლობაზე მეტყველებს.

ამასთანავე, ვიყენებ რა ამ შესაძლებლობას, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, მიზანშეწონილად მივიჩნევ წარმოგიდგინოთ ის პროგრესი, რომელსაც ჩემმა ქვეყანამ მიაღწია ზემოაღნიშნულ სფეროში. კერძოდ, აღსანიშნავია, რომ ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, 2013 წლიდან ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო სკოლის ახალწვეულ იუნკერებსა და საკარიერო სკოლების ახალწვეულ მსმენელებს უტარდებათ ტრენინგები გენდერული თანასწორობის პრინციპების, გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 და სხვა რელევანტური რეზოლუციების შესახებ. აღნიშნული ტრენინგების ფარგლებში უკვე გადამზადდა ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. ასეთი ტიპის საგანმანათლებლო პროგრამები და ტრენინგ-კურსები ქმნის ძალიან მყარ წინაპირობას იმისათვის, რომ სამხედრო ძალებში გაიზარდოს გადაწყვეტილების მიმღებთა დონეზე ქალთა მონაწილეობა და გამოირიცხოს დისკრიმინაცია გენდერული ნიშნით.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველო აქტიურადაა ჩართული სამშვიდობო მისიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, 2014 წლიდან გადასროლის წინა მომზადებაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს, აგრეთვე უტარდებათ ტრენინგები გენდერული თანასწორობისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების, გენდერული და სექსუალური ძალადობის თაობაზე. მეტი კონკრეტიკისთვის, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში სწავლება ჩაუტარდა გადასროლის წინა მომზადებაში მყოფ ISAF-ის მისიაში გასაგზავნ 2000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა უკვე გამოიღო კონკრეტული შედეგები. დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების 7 პროცენტზე მეტს ქალები წარმოადგენენ. მათ შორისაა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მომუშავე ქალი. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველად ქართულ რეალობაში თავდაცვის უწყებას ქალი მინისტრი ხელმძღვანელობს. ხოლო, ზოგადად, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში დასაქმებულთა დაახლოებით 45 პროცენტი ქალები არიან.

დასასრულს მინდა გითხრათ, რომ დღეს, ამ დარბაზიდან ჩვენ მოვალენი ვართ, განსაკუთრებული მადლობა და სოლიდარობა გამოვუცხადოთ იმ ჯარისკაც ქალებს, რომლებიც მსოფლიოს არაერთ ცხელ წერტილში იბრძვიან მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი ამ მძიმე ტვირთის შესამსუბუქებლად!“ 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
10 Jun 2026

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა
10 Jun 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა
10 Jun 2026

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
10 Jun 2026

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
10 Jun 2026

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R