საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიორგი წერეთელი მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA) 25 იანვარი 2018
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიორგი წერეთელი მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიორგი წერეთელი ავსტრიის დედაქალაქში, ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოში სიტყვით გამოვიდა და ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს ეუთოს ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ვცხოვრობთ არასტაბილურ დროში, სადაც უსაფრთხოება ყოველდღიურ აღდგენას საჭიროებს. მოქალაქეებს შორის ჩვენ ვხედავთ გაზრდილ მღელვარებას. ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებების პარალელურად ადგილი აქვს რასიზმის, ქსენოფობიის, აგრესიული ნაციონალიზმის და პოპულიზმის აღდგენის საფრთხეს და ამ გამოწვევების დაძლევა როგორ წარმოგიდგენიათ ეუთოს გარეშე? მოდით ერთობლივი ძალისხმევით გავაგრძელოთ ორგანიზაციის გაძლიერება, რათა იგი კიდევ უფრო ეფექტური გახდეს“, - განაცხადა გიორგი წერეთელმა.

პრეზიდენტმა ორგანიზაციის აღმასრულებელ მხარესთან საპარლამენტო ასამბლეის თანამშრომლობის სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. გიორგი წერეთელმა საველე ოპერაციებში ეუთოს მისიის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„როგორც ქართველს, შემიძლია დავადასტურო ეუთოს მისიის როლის განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომელიც სამწუხაროდ ჩემს ქვეყანაში დაიხურა სწორედ იმ პერიოდში, როდესაც მოუგვარებელი კონფლიქტის გამო ვითარება საგრძნობლად დაძაბული იყო. ეუთოს მისიის აღდგენას ჩემს ქვეყანაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მას შეუძლია ქმედითი დახმარება აღმოუჩინოს როგორც დაზარალებულ მოსახლეობას, ასევე მთლიანად ქვეყანას“, - აღნიშნა გიორგი წერეთელმა.

ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭო ორგანიზაციის პოლიტიკური კონსულტაციების და ეუთოს საქმიანობის განმსაზღვრელ ძირითად გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოს წარმოადგენს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
03 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
09 მარტი 2026

შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

ლევან მახაშვილი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ
08 მარტი 2026

ლევან მახაშვილი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა 
22 თებერვალი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა 

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
21 თებერვალი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R