საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თედო ჯაფარიძეს და თინათინ ხიდაშელს უკრაინელმა კოლეგებმა მადლობის წერილები გამოუგზავნეს

მედია და საზოგადოება 05 თებერვალი 2015


საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, თედო ჯაფარიძეს და ამავე კომიტეტის წევრს, თინათინ ხიდაშელს, მადლობის წერილები გამოუგზავნეს ევროსაბჭოში უკრაინის დელეგაციის თავმჯდომარემ, ვლადიმერ არიევმა და უკრაინის პარლამენტის წევრმა, ანდრეი ლოპუშანსკიმ.

"ბატონო თედო, მსურს დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა. ნება მიბოძეთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის სახელით მადლობა გადაგიხადოთ კანონიერებისა და სამართლიანი პოზიციის მხარდაჭერისთვის კენჭისყრის დროს "რუსეთის ფედერაციის დელეგაციის უფლებამოსილებების რატიფიკაციის“ 2034 რეზოლუციაზე. ეს იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დადასტურება ასამბლეის მხრიდან, რომ ის ერთგულია კანონის უზენაესობის და დემოკრატიის. უკრაინის დელეგაცია კვლავ ადასტურებს სწრაფვას, გაგრძელდეს დიალოგი ჩვენს ქვეყნებში მშვიდობის, ხოლო ევროპაში სტაბილურობის დასამყარებლად. ნება მიბოძეთ, ასევე მუდმივად შეგატყობინოთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ", - წერს ვლადიმერ არიევი.

"ქალბატონო თინათინ, უკრაინის ევროპული პარტიისა და სრულიად უკრაინის მოქალაქეების სახელით, ნება მიბოძეთ, მადლობა გადაგიხადოთ "უკრაინელ დევნილთა და იძულებით გადაადგილებული პირების ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ" რეზოლუციის მხარდაჭერისათვის. ევროპული ქვეყნების ასეთი ერთიანი პოზიცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროპაში მშვიდობის დასამყარებლად. უკრაინაში მიმდინარე სიტუაცია მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას და სწრაფ რეაგირებას რუსეთის პოზიციისადმი მაშინ, როდესაც ასე აშკარაა საერთაშორისო წესრიგის რღვევის საფრთხე. მოუთმენლად ველით ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს მრავალმხრივ თანამშრომლობაში, რადგან ჩვენ, როგორც უკრაინის ევროპული პარტია, მზად ვართ ყველა საჭირო ღონისძიების გასატარებლად. ჩვენ დაინტერესებული ვართ ევროსაბჭოში დავიკავოთ ძლიერი ლიბერალური პოზიცია", - ნათქვამია ანდრეი ლოპუშანსკის წერილში.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება

მსგავსი

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
11 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
10 ივნისი 2026

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა
10 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R