საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი სტენფორდის მომავლის ინსტიტუტში მოხსენებით წარდგა

მედია და საზოგადოება 19 თებერვალი 2015
საქართველოს პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი სტენფორდის მომავლის ინსტიტუტში მოხსენებით წარდგა

საქართველოს პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი აგრძელებს სამუშაო ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვაშინგტონში სტენფორდის „მომავლის ინსტიტუტში“ საპარლამენტო ღიაობისა და გამჭვირვალობის საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე, თინათინ ხიდაშელმა წარმოადგინა ვრცელი მოხსენება, თემაზე: „დემოკრატიის მომავალი, ტექნოლოგიური რევოლუციის პირობებში“. დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა კანონმდებლების ყოველდღიურ საქმიანობაში საზოგადოების, ამომრჩევლების თანამონაწილეობის მნიშვნელობაზე.

,,XXI საუკუნის ტექნოლოგიური გამოწვევები თვისობრივად ახალ მიდგომებსა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს ჩვენგან, პოლიტიკოსებისაგან. თანამედროვე ტექნოლოგიები, სოციალური მედია არ უნდა განვიხილოთ როგორც მიზანი, არამედ უნდა გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც საზოგადოების წინაშე პასუხის გასაცემად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენს წინაშე შესაძლებლობებია, რომელზეც 20 წლის წინ ვერც კი იოცნებებდნენ- აღარ ვიყოთ დამოკიდებული მედიის ინტერესზე, ჟურნალისტის კითხვაზე, ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაზე და ვიყოთ მუდმივ კონტაქტში ამომრჩეველთან. ვესაუბროთ ყველაფერზე, რაც ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია და რაც ამომრჩეველსაც აინტერესებს. გვიჩნდება საშუალება უშუალო კონტაქტი დავამყაროთ საზოგადოებასთან, პირისპირ ვესაუბროთ ამომრჩეველს, გავმართოთ მათთან დისკუსია და არ ვიყოთ მხოლოდ ცალმხრივად, ტელეეკრანებიდან ლექციის წამკითხველი პოლიტიკოსები“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

დეპუტატი თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობასაც შეეხო და აღნიშნა - „მზარდი ტექნოლოგიური შესაძლებლობები მუდმივად უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ იმავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ რა დისკუსიის მონაწილე, ისეთ პოზიციაზე არჩეული ვართ არა მხოლოდ იმიტომ, რომ დღევანდელი პოპულარობით ვისარგებლოთ, არამედ იმისთვის, რომ ვიყოთ ლიდერები და გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგია ჩვენი გზავნილის ლაკონურად, გასაგებად, ნათლად გავრცელებისათვის“- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა კონფერენციაზე.

თინათინ ხიდაშელის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. 20 თებერვალს მისი სიტყვით გამოსვლა სან-ფრანცისკოში იგეგმება, სადაც პოლიტიკაში ქალების გააქტიურების სტრატეგიაზე გაიმართება მსჯელობა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება

მსგავსი

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
11 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
10 ივნისი 2026

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა
10 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R