საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თინათინ ხიდაშელი 5 მაისს დაგეგმილ ფოტოგამოფენასთან დაკავშირებით საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს ეწვია

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 23 აპრილი 2015
თინათინ ხიდაშელი 5 მაისს დაგეგმილ ფოტოგამოფენასთან დაკავშირებით საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს ეწვია

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს ეწვია და მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად 5 მაისს დაგეგმილი გამოფენის, „დონბასი: მშვიდობა და ომის" საორგანიზაციო საკითხები განიხილა. ექსპოზიცია, რომელიც 60-მდე ფოტოს მოიცავს, აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონში განვითარებულ ყველაზე დრამატულ მომენტებს ასახავს.

გამოფენა ოკუპაციის მუზეუმში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით გაიმართება.

ფოტოები, რომელთა ნახვის საშუალება თბილისში 5 მაისიდან იქნება შესაძლებელი, უკვე გამოიფინა მსოფლიო დედაქალაქებში, ბრიუსელში, სტრასბურგში, ლონდონსა და ნიუ-იორკში.

გამოფენის მიზანია საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიპყრობა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე.

ოფიციალურ გახსნას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის, მთავრობისა და უკრაინის რადას წევრები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და სერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„თბილისში, მაისის დასაწყისში, რიგის სამიტის წინ გაიმართება საქართველო-უკრაინა-მოლდოვას საპარლამენტო ფორუმი ევროკავშირში ამ ქვეყნების გაწევრიანების სულისკვეთებით გამსჭვალულ იმ სამოქმედო გეგმებთან და ხელშეკრულებებთან მიმართებაში საკეთებელ საქმეებზე და სამოქმედო გეგმების კოორდინირებაზე, რაც დღის წესრიგში სამივე ქვეყანას აქვს. ამავდროულად, მაისის პირველი კვირა საქართველოში ევროპის კვირეულია და გვინდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა კიდევ ერთხელ შევეხმიანოთ უკრაინაში მიმდინარე ოკუპაციას. გამოფენა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში, 5 მაისს, ორი კვირით გაიხსნება. ვფიქრობ, საინტერესო იქნება კიდევ ერთხელ, ამ ისტორიის ფონზე გავაცოცხლოთ ის კადრები, რაც სამწუხაროდ ისტორიის კუთვნილება ჯერჯერობით არ არის“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

დიასპორის, ევროპასთან ინტეგრაციისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს
02 ივნისი 2026

დიასპორის, ევროპასთან ინტეგრაციისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს
31 მაისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინეს
06 მაისი 2026

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ თორნიკე ფაღავა აირჩიეს
30 აპრილი 2026

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ თორნიკე ფაღავა აირჩიეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R