ვახტანგ ბალავაძე - ფრაქცია <<ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები>>
წარმოდგენილ პროგრამაში მთავარი ის არის, რომ საქართველოს მთავრობის ამოცანები არ შეცვლილა და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან ეს ის პოლიტიკური გუნდია, რომელმაც ზუსტად და კონკრეტულად იცის საითკენ მიდის და ჩამოყალიბებულია როგორ უნდა იმოქმედოს. თავისთავად, ამოცანები არ შეიძლება ერთ წელიწადში ძირეულად შეიცვალოს. რაც შეეხება სამოქმედო პრიორიტეტებს, აქ მთავრობის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები გამოხატავს ერთ რამეს – უკვე არის წინ გადადგმილი ნაბიჯები, ანუ გარკვეული და კონკრეტული ნაბიჯები, რაც წინა წელს იყო დასახული, ისინი განხორციელდა და გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. ჩემი აზრით, თვითონ პროგრამა რეალურად გამოხატავს იმ მოვლენებს, რაც ხდება. სწორედ ესეთი უნდა იყოს, ჩემი აზრით, სამთავრობო პროგრამა. რაც შეეხება კონკრეტულ ღონისძიებებს, მათ მთავრობა განახორციელებს.
