საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ვიქტორ დოლიძე, ევრონესტის თანაპრეზიდენტის რანგში, რიგის სამიტს დაესწრება

მედია და საზოგადოება 20 მაისი 2015
ვიქტორ დოლიძე, ევრონესტის თანაპრეზიდენტის რანგში, რიგის სამიტს დაესწრება

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი, ვიქტორ დოლიძე რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს დაესწრება. 

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტებმა, ვიქტორ დოლიძემ და ჰეიდი ჰაუტალამ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - ლატვიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ლაიმდოტა სტრაუიუმას, აგრეთვე, ევროპის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკსა და ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან კლოდ იუნკერს რიგის სამიტისადმი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მიმართვა წარუდგინეს. „ვიმედოვნებთ, რომ მიუხედავად პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით არსებული საკმაოდ დიდი გამოწვევებისა, სამიტი იქნება კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი აღმოსავლეთ ევროპული პარტნიორი ქვეყნების ევროინტეგრაციის პროცესში“, - წერია მიმართვაში. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი რიგაში 21-22 მაისს გაიმართება.

დღის წესრიგის მიხედვით, პლენარულს სხდომაზე ვიქტორ დოლიძის სიტყვით გამოსვლაა გათვალისწინებული, სადაც იგი აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობაზე, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაზე, ასოცირებული ქვეყნების (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) მისწრაფებებზე, მათ ევროპულ პერსპექტივაზე და საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების აუცილებლობაზე ისაუბრებს. 

მანამდე, 21 მაისს ვიქტორ დოლიძე დაესწრება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების კონფერენციას: აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების კონფერენციას: „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება: არსებული გამოწვევები და სამომავლო სცენარები“.

ვიქტორ დოლიძე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის მოვალეობას 2015 წლის 19 მარტიდან ასრულებს. იგი ამ პოსტზე ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე აირჩიეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
02 ივლისი 2026

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო
01 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
01 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს
01 ივლისი 2026

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ
01 ივლისი 2026

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R