საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბექა ოდიშარიამ და გივი ჭიჭინაძემ უცხოეთში საქართველოს საელჩოებთან და დიასპორებთან ვიდეოკონფერენცია გამართეს

მედია და საზოგადოება 04 აპრილი 2020
ბექა ოდიშარიამ და გივი ჭიჭინაძემ უცხოეთში საქართველოს საელჩოებთან და დიასპორებთან ვიდეოკონფერენცია გამართეს

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გივი ჭიჭინაძემ დღეს ვიდეოკონფერენცია გამართეს იმ ქვეყნების საელჩოებთან და საკონსულოების წარმომადგენლებთან, სადაც ეპიდემია მძვინვარებს.

ისინი ვიდეოჩართვის საშუალებით ესაუბრნენ საქართველოს ელჩებს იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, ბელგიასა და საბერძნეთში.

გარდა ამისა, ბექა ოდიშარია და გივი ჭიჭინაძე იმავე ქვეყნებში, ასევე შვედეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქართულ დიასპორებსაც დაუკავშირდნენ.

ისინი იმ დიასპორულ ორგანიზაციებსაც დაუკავშირდნენ, რომლებიც ქართველი ემიგრანტების მიერ შექმნილი საერთაშორისო კრიზისცენტრის საქმიანობაში არიან ჩართული.

ბექა ოდიშარიას თქმით, - „ვიდეოკონფერენციის მიზანი ის იყო, რომ გავცნობოდით ოპერატიულ ინფორმაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მდგომარეობის შესახებ და იმ პრობლემატიკის, იმ თემატიკის გამოკვეთა, რაზეც შეიძლება საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მიერ ერთობლივად მოხდეს ადეკვატური რეაგირება.. ასეთი ტიპის ვიდეოჩართევები გაგრძელდება მომდევნო დღეებშიც. საბოლოო ჯამში, ყველა საკითხთან დაკავშირებით მოხდება საზოგადოების ინფორმირება“. 

მისივე თქმით, ეს არის იმ პროცესის გაგრძელება, რომელიც გასული კვირების მანძილზე ხორციელდებოდა.

ეს არის შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან, ასევე კომიტეტის ფარგლებში გამართული მოსმენები ემიგრაციის დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება სხვადასხვა ფორმატში.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R