საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ვიქტორ დოლიძე ევროკავშირი-უკრაინის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 16 თებერვალი 2015

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე ევროკავშირი-უკრაინის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს, რომელიც პოლონეთში, ქალაქ ლოძში მიმდინარეობს. იგი სიტყვით გამოვიდა პანელზე „უკრაინა, მოლდოვა და საქართველო - გზა ევროკავშირის წევრობისაკენ“. კომიტეტის თავმჯდომარემ უკრაინის მხარდაჭერის და მისთვის თავდაცვითი მიზნებისათვის იარაღის მიწოდების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან ფორუმის მონაწილეებს შეახსენა, რომ რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს 2008 წელს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს. მისივე თქმით, საქართველოს გამოცდილებიდან გამომდინარე, უკრაინის საკითხში სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.

კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოსათვის სასარგებლოა ნატოსთან თანამშრომლობის შესახებ, უელსის სამიტზე მიღებული პაკეტი. „აუცილებელია საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროპული პერსპექტივის ნათლად დაფიქსირება, ვინაიდან ეს ძალზე მნიშვნელოვანია ამ ქვეყნების მოსახლეობისათვის. აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და საქართველო ელის, რომ მისი შედეგი იქნება ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის დაჩქარება, ევროპული პერსპექტივის დაფიქსირება და უვიზო მიმოსვლის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

„ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ახალი ეპოქის დასაწყისია, შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების გატარება ამ ქვეყნების მოსახლეობის კეთილდღეობისა და წინსვლისთვის არის მნიშვნელოვანი“, - დასძინა მან.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნინო წილოსანმა და ლევან მახაშვილმა საქართველოში ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართეს
22 ივნისი 2026

ნინო წილოსანმა და ლევან მახაშვილმა საქართველოში ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართეს

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში
18 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში
16 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა
16 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R