საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ვლადიმერ კახაძე დიაბეტის მსოფლიო ფონდის წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა

მედია და საზოგადოება 11 სექტემბერი 2023
ვლადიმერ კახაძე დიაბეტის მსოფლიო ფონდის წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ კახაძემ დიაბეტის მსოფლიო ფონდის წარმომადგენლობით დელეგაციასთან გამართა შეხვედრა.


დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ფონდის დირექტორთა საბჭოს ყველა წევრი და სხვა ძირითადი სამსახურების ხელმძღვანელები.


შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოში ცალკეული სტრუქტურებისა და უწყებების, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის როლს დიაბეტის პრევენციაში, მის მართვასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცოდნის გავრცელებაში.


ვლადიმერ კახაძის განცხადებით, მრავალი წელია ეს პრობლემა დგას დღის წესრიგში და ყველას თავისი წვლილი აქვს გაღებული მისი გადაჭრისთვის.


კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, პროცესებში არანაკლებ აღსანიშნავია ამ მოწვევის პარლამენტის როლიც, ვინაიდან საკანონმდებლო ორგანოს ხელშეწყობით დაინერგა პირველი ჯგუფის დიაბეტის უწყვეტი მონიტორინგის სისტემა.


„სტუმრები დაინტერესდნენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკით დიაბეტთან მიმართებაში, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების თანამშრომლობით დიაბეტის მართვაში არსებული პრობლემები მოგვარებაში და ა. შ. რაზეც შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდე. მოიწონეს უწყვეტი მონიტორინგის სისტემაში ქვეყნის როლი. გარდა ამისა, ისინი აჯამებენ იმ ექვსი პროექტის შესრულებას, რომლებსაც საქართველოში ახორციელებენ. მნიშვნელოვანია, რომ კეთილი განწყობა დაადასტურეს ჩვენი ქვეყნის მიმართ, გამოთქვეს სურვილი თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ დიაბეტის წინააღმდეგ ბრძოლას ერთი ქვეყანა დამოუკიდებლად ვერ შეძლებს და რომ ამ პროცესში საჭიროა თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ კახაძემ.


შეხვედრას, ასევე ესწრებოდა არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსის გამგეობის თავმჯდომარე სიმონ გაბრიჭიძე.


დელეგაცია 5-დღიანი ვიზიტის ფარგლებში ეწვევა დიაბეტის მსოფლიო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების პარტნიორებსა და ბენეფიციარებს.


ადგილობრივ პარტნიორებთან შეხვედრებისას, განიხილება დიაბეტის მსოფლიო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებში განხორციელებული საქმიანობები და მიღებული შედეგები, დიაბეტის მართვაში არსებული პრობლემები და გამოწვევები, მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.


დიაბეტის მსოფლიო ფონდი არის დიაბეტის პრევენციისა და მკურნალობის პროექტების ძირითადი დამფინანსებელი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში.


​2002-2022 წლებში ფონდმა 197.7 მილიონი ევრო დახარჯა 595 პროექტის დასაფინანსებლად მსოფლიოს 119 ქვეყანაში.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R