საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ზურაბ აბაშიძე და გიორგი ცაგარეიშვილი მეხიკოში კანონმდებელთა მე-2 მსოფლიო სამიტს დაესწრებიან

მედია და საზოგადოება 04 Jun 2014
ზურაბ აბაშიძე და გიორგი ცაგარეიშვილი მეხიკოში კანონმდებელთა მე-2 მსოფლიო სამიტს დაესწრებიან

2014 წლის 6-8 ივნისს, მექსიკაში, ქ. მეხიკოში გაიმართება კანონმდებელთა მე- 2 მსოფლიო სამიტი, სადაც მიწვეული არიან: საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი. The Global Legislations organization (GLOBE) საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს 80 ქვეყნის პარლამენტს და შეიმუშავებს კანონმდებლობას ქვეყნების მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. GLOBE არ გახლავთ პოლიტიკური ორგანიზაცია. ის სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული განყოფილებების საშუალებით, ახდენს საკანონმდებლო ბაზის შექმნას და ხელს უწყობს მათ იმპლემენტაციას ისეთ მნიშვნელოვან დარგებში, როგორიც არის მაგ : კლიმატის ცვლილება, სატყეო სფერო და ა.შ. ორგანიზაციას გააჩნია სათაო ოფსები ლონდონში, პეკინში, ბრიუსელში, მანილაში და კიდევ 40-მდე სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებში. GLOBE ქმნის კანონმდებლობის უნიკალურ საერთაშორისო ქსელს, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკულ საქმიანობაზე და ხელს უწყობს სხვადსხვა ქვეყნების კანონმდებლებს, შეიმუშაონ ნაციონალური რეგულაციები და საკანონმდებლო ჩარჩოები მდგრადი განვითარების პროგრამების წინ წამოწევის მიზნით, რომელიც თავისთავად ყურადღებას გაამახვილებს კლიმატის ცვლილების, ტყეებისა და ბუნებრივი კაპიტალის აღრიცხვის საკითხებზე. სამიტი ტარდება გაეროს გენერალური მდივნის ბან კი-მუნის ოფისის, მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტის ჯიმ იონგ კიმისა და გარემოს დაცვის გლობალური ორგანიზაციის თავმჯდომარის ნაოკო იშიის მხარდაჭერით. აღნიშნულ სამიტს, ამჯერად, დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი.

 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 Jun 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 Jun 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 Jun 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R