საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ზურაბ აბაშიძემ სუამ-ის რიგით მე-8 საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 11 დეკემბერი 2015
ზურაბ აბაშიძემ სუამ-ის რიგით მე-8 საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

კიევში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის, სუამ-ის რიგით მე-8 საპარლამენტო ასამბლეისა და კომიტეტების სხდომა გაიმართა, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ზურაბ აბაშიძემ.

უკრაინის დედაქალაქში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის სამი კომიტეტის: სავაჭრო-ეკონომიკური, რეგიონალური უსაფრთხოების და განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და ეკოლოგიის კომიტეტების სხდომა გაიმართა, სადაც მონაწილეებმა კომიტეტების მიმართულებების მიხედვით მოხსენებები წარმოადგინეს და მომავალი შეხვედრებისათვის რეზოლუციის პროექტები შეიმუშავეს.

განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და ეკოლოგიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, სხდომაზე მოხსენებით გამოსვლისას საზოგადოების უნიფიკაციის საქმეში განათლების მნიშვნელობასა და განათლების სფეროში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

იურიდიული და პოლიტიკური საკითხების კომიტეტის მეოთხე სხდომა კიევში, 2015 ივნისში ჩატარდა, რომელზეც სუამ-ის კომიტეტების ისტორიაში პირველად შეათანხმეს და მოამზადეს რეზოლუცია ასამბლეისთვის დასამტკიცებლად.

დღის ბოლოს სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც ასამბლეის საქმიანობის სამომავლო გეგმები განისაზღვრა.

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის მე-8 სხდომაში, საქართველოს, აზერბაიჯანის, უკრაინისა და მოლდოვას პარლამენტების, სხვადასხვა უწყებებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, ასევე, სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები მონაწილეობენ.

სესიაზე საერთაშორისო პარტნიორებიდან ბალტიის ასამბლეის წევრი ქვეყნების დეპუტატები მონაწილეობენ.

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ზურაბ აბაშიძემ საპარლამენტო ასამბლეის წლევანდელი აქტივობების აშკარა პროგრესი აღნიშნა და დეპუტატებს კვლავაც აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა. მან მადლობა გადაუხადა სუამ-ის გენერალურ მდივანს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის და გამოცდილ დიპლომატს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

სხდომის მსვლელობისას, სიტყვით არაერთხელ გამოვიდა სუამ-ის გენერალური მდივანი, ვალერი ჩეჩელაშვილი, რომელსაც იანვრიდან აზერბაიჯანის წარმომადგენელი, დიპლომატი ალთაი ეფენდიევი შეცვლის.

შეხვედრის ბოლოს საპარლამენტო ასამბლეამ ბალტიის ასამბლეასთან ერთად ერთობლივი განცხადება მიიღო და კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავა და დაამტკიცა კომუნიკე. სხდომას უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი, ანატოლი მატვიენკო თავმჯდომარეობდა.

მომავალი წლიდან ასამბლეის თავმჯდომარეობას უკრაინისგან აზერბაიჯანს რესპუბლიკა გადაიბარებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R