საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

126 ხმით, პარლამენტმა, პირველი მოსმენით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პლენარული სხდომები 07 სექტემბერი 2021
126 ხმით, პარლამენტმა, პირველი მოსმენით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა საკონსტიტუციო კანონპროექტის განხილვას დაეთმო.

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ კოლეგებს საპარლამენტო ოპოზიციასთან შეთანხმებული კანონპროექტის მე-11 და მე-12 პუნქტები გააცნო, რომლებიც გარდამავალ დებულებაში აისახება და რომლის მიხედვითაც, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დაწესებული ბარიერი 2%-მდე მცირდება და მანდატების განაწილების პროპორციული წესი დგინდება.

 

ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო ფრაქციების შექმნისთვის დაწესებული პარლამენტის წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხამდე მცირდება.

 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელიც ამჟამად ანულირებულია, ასევე გათვალისწინებული იყო გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება, თუმცა მისივე განმარტებით, რადგან წარმოდგენილი ცვლილება ინსტიტუტის დამოუკიდებლობის ხარისხს ამცირებს და ვერც ოპოზიციამ წარმოადგინა მისი მიღების არგუმენტები, შესაბამისად, კანონპროექტის მე-13 პუნქტის კენჭისყრა დღის წესრიგიდან მოიხსნა.

 

საკონსტიტუციო კანონპროექტის წარდგენის შემდეგ განხილვის პროცესი დეპუტატების გამოსვლებით გაგრძელდა.

 

პარლამენტში მყოფმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრეს და მოსაზრებები გამოთქვეს.

 

საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა წარმოდგენილ საკონსტიტუციო კანონპროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R