საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილის, ჰერმან საბოს და ალექსანდრე რაქვიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელა

მედია და საზოგადოება 12 ივნისი 2023
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილის, ჰერმან საბოს და ალექსანდრე რაქვიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტები: „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, კომიტეტზე ასევე იმსჯელეს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. კანონპროექტები დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ წარადგინა.


როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მოქმედი კანონმდებლობით პირებს არ შეუძლიათ საკუთრებაში დაირეგისტრირონ 2007 წლის შემდეგ თვითნებურად დაკავებული ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი და კანონში ცვლილება აუცილებელია ამ მოცემულობის შესაცვლელად.


იაგო ხვიჩიას განცხადებით კანონპროექტის ძირითადი არსია, რომ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საშუალება მიეცეს 2007 წლამდე და 2007 წლის შემდეგ მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში რეგისტრაცია მოახდინონ.


„სისტემური რეგისტრაციის პირობებში, რომელიც 2025 წელს უნდა დასრულდეს, რეგიონებში მცხოვრები ყველა ადამიანი შეძლებს დაირეგისტრიროს მათ ფაქტიურ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომელზეც მათ კვადრატში მყოფი მეზობლები თანხმობას განაცხადებენ, რაც ვფიქრობ, რომ საკმაოდ სამართლიანი პრინციპია“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.


მისივე თქმით, შემოთავაზებული ინიციატივა გარკვეულ ხვრელებს გააჩენს, რომ ადამიანებმა არამართლზომიერად დაირეგისტრირონ არასასოფლო-სამეურნეო მიწები, ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო მიწების შემთხვევაში ამ პრობლემას სისტემური რეგისტრაცია აგვარებს.


„კიდევ უფრო მეტი პრობლემა ჩნდება იქ, სადაც შენობა-ნაგებობებზეა საუბარი. შესაბამისად, რისკი მაღალია, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის მომიჯნავედ თვითნებურად დაკავებული არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობის დაკანონება და მიერთება მოხდეს და ამის შესაძლებლობა გააჩინოს წარმოდგენილმა კანონპროექტმა“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.


კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტებს მხარი არ დაუჭირა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R