საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ალექსანდრე ელისაშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატად ლევან იოსელიანი წარადგინა

მედია და საზოგადოება 28 თებერვალი 2023
ალექსანდრე ელისაშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატად ლევან იოსელიანი წარადგინა

პოლიტიკური ჯგუფის - „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატად ჯგუფის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი წარადგინა.


„ჯერ ზუსტად არ ვიცით რა წესით მოხდება სახალხო დამცველობის კანდიდატების შერჩევა, როდის გამოცხადდება და როდის იქნება კენჭისყრები. ყოველ შემთხვევაში, ახალი წესი არ მოქმედებს, ყველა პარტიას აქვს უფლება დაასახელოს თავისი კანდიდატი და ჩვენ მივიღეთ ჩვენთვის ძალიან რთული, მაგრამ დარწმუნებული ვარ ქვეყნისთვის სწორი გადაწყვეტილება. ამ პარლამენტში სულ რამდენიმე ადამიანია, შესაძლოა მხოლოდ ერთი, ვის გარშემოც შესაძლებელია კონსენსუსი. ასეთი ჩემი მეგობარი, ჩემო თანაგუნდელი - ლევან იოსელიანია, რომელსაც აქვს უნარი, ცოდნა და შესაძლებლობაც, რომ მიიღოს 90 ხმაც და მეტიც“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფ „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.


როგორც მან აღნიშნა, მათ გარკვეული კონსულტაციები და კომუნიკაცია ჰქონდათ, როგორც ოპოზიციურ ძალებთან, ასევე, მმართველ პარტიასთან.


​„ლევან იოსელიანი იყო ადვოკატი, სანამ პოლიტიკაში ჩაერთვებოდა და ადამიანის უფლებები მისთვის უცხო არ არის. მაქვს იმედი, რომ ჩვენ შევძლებთ ამ მოწვევის მეტისმეტად პოლარიზებულ პარლამენტში შევასრულოთ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი და ის ხარვეზი ამოვავსოთ, რომელიც წარმოიქმნა წინა ჩავარდნილი კენჭისყრის შედეგად. 12 პუნქტის ერთობლივად შესრულება, როგორც არ უნდა გვძულდეს ერთმანეთი მმართველ პარტიას და ოპოზიციას, არის აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის - „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა

მსგავსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R