ალექსანდრე მოწერელია უკრაინის ელჩს შეხვდა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე მოწერელია საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა.
როგორც ალექსანდრე მოწერელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბარი ძირითად შეეხო საქართველოსა და უკრაინის პარლამენტებს შორის სამომავლო თანამშრომლობას, განსაკუთრებით აქცენტი გაკეთდა ორი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე, სოფლის მეურენობის სხვადასხვა დარგების განვითარებაზე.
„შეხვედრაზე ყურადღება დავუთმეთ, განსაკუთრებით, რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის საკითხებს. სამეგრელო- ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულად ჩემი მუშაობის პერიოდში ჩვენს რეგიონსა და უკრაინის ხერსონის გუბერნიას შორის განსაკუთრებული კავშირები დამყარდა, მთელი რიგი ერთობლივი ღონისძიებებიც დავგეგმეთ, თუმცა პანდემიამ შეგვიშალა ხელი. დღევანდელ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის პოსტპანდემიურ ურთიერთკავშირებზე გავამახვილეთ ყურადღება, ასევე შავი ზღვის აუზის იმ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე, რომლებთანაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას. ეს თანამშრომლობა სამომავლოდ ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას და ჩვენი რეგიონების წარმატებას. შევთანხმდით ორი ქვეყნის საკანონმდებლო დონეზე თანამშრომლობის გააქტიურებაზე, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის მიმართულებით“, - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
