საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ალუდა ღუდუშაური ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

მედია და საზოგადოება 13 ნოემბერი 2023
ალუდა ღუდუშაური ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური ალუდა ღუდუშაური ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა, კლაუდია არპას და მისი თანმხლები დელეგაციის წევრებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ევროინტეგრაციის პროცესზე და ამ გზაზე საქართველოს, კერძოდ კი, პარლამენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოებას ეხება.

 

ყურადღება დაეთმო ასევე საქართველოსა და ავსტრიის პარლამენტების ურთიერთობის განმტკიცებას და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს.

 

„შეხვედრაზე ავსტრიელ კოლეგებს მივაწოდე ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებთან დაახლოების კუთხით პარლამენტის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ. გავაცანი კომიტეტის მიერ ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით გაწეული საქმიანობა და ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ამ მიმართულებით შექმნა პარლამენტმა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხრიდან გატარებული რეფორმები დადებითად შეფასდა და მოწონებულია. რაც ყველაზე მთავარია, ავსტრიის მხარისგან მივიღეთ საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის საბოლოო გაწევრებას უკავშირდება“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა შეხვედრის შემდეგ.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ქეთევან ციხელაშვილი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R