საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ანა ნაცვლიშვილი სახელმწიფო უწყებების და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 07 დეკემბერი 2023
ანა ნაცვლიშვილი  სახელმწიფო უწყებების და კერძო სექტორის წარმომადგენლებს  შეხვდა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრის მონაწილეებმა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ხელისუფლების ერთ-ერთი დეკლარირებული მიმართულებაა, თუმცა იმისთვის, რომ აღნიშნული პრიორიტეტი პრაქტიკაშიც განხორციელდეს, აუცილებელია ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან ერთად კოორდინირებული მუშაობა გასწიოს.


„დღევანდელი შეხვედრა თემატური მოკვლევის - „ქალებისა და გოგოებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ ერთგვარი გაგრძელებაა. შეხვედრის მიზანია იმ პრობლემების და შესაძლებლობის პრაქტიკაში გადატანა, რომელიც თემატურმა მოკვლევამ გამოკვეთა. უნდა აღინიშნოს, რომ ქალთა ეკონომიკური კონცეფცია, რომელიც პარლამენტმა მრავალპარტიული მხარდაჭერით მიიღო, მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს და ახლა მთავარია დოკუმენტში ასახული მიდგომები ხელშესახებ რეალობად გადაიქცეს. ყოველივე ამას კი სახელმწიფოს, კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის კოორდინირებული და სერიოზული მუშაობა სჭირდება. შესაბამისად, მსგავსი ფორმატის შეხვედრების მიზანია ყველა აქტორს ერთი მაგიდის ირგვლივ მოვუყაროთ თავი და ვიმუშაოთ, რომ არა ცალკეულ ან ფრაგმენტულ, არამედ სისტემურ შედეგებზე გავიდეთ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R