საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ანა ნაცვლიშვილი: სახელმწიფომ პოლიტიკის დონეზე უნდა გააცხადოს, რომ ქალების ეკონომიკური გაძლიერება მისი პრიორიტეტია

მედია და საზოგადოება 14 ნოემბერი 2022
ანა ნაცვლიშვილი: სახელმწიფომ პოლიტიკის დონეზე უნდა გააცხადოს, რომ ქალების ეკონომიკური გაძლიერება მისი პრიორიტეტია

„სახელმწიფომ პოლიტიკის დონეზე უნდა გააცხადოს, რომ პოლიტიკური პრიორიტეტი ქალების ეკონომიკური გაძლიერებაა, რისი კომპონენტიც ფინანსურ რესურსებზე წვდომაა და მერე განსაზღვროს ამ პოლიტიკის ეფექტური დანერგვის ინსტრუმენტები და შესაბამისი პასუხისმგებელი უწყება“, - განაცხადა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.


დღეს, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ თემატური მოკვლევის - „ქალების წვდომა ფინანსურ რესურსებზე“ ფარგლებში შემუშავებულ მიგნებებსა და რეკომენდაციებზე იმსჯელა.


საბჭოს წევრის და თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებლის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ათობით მეწარმე ქალთან, თემის ლიდერებთან და სათემო ორგანიზაციებთან შეხვედრების, არა ერთი საერთაშორისო ორგანიზაციისა პრაქტიკასა და სახელმწიფო სპეციალური პროგრამების გაცნობის, სახელმწიფო უწყებების და მუნიციპალიტეტების მოსმენის შემდეგ გამოიკვეთა საკვანძო მიგნებები და რეკომენდაციები, რომლებიც ორ ჯგუფად იყოფა.


„მიგნებების ერთი ჯგუფი შეეხება იმ ბარიერებს, რომელებიც ქალებს, კაცი მეწარმეების განსხვავებით, ხვდებათ ბიზნესის დასაწყებად ფინანსური რესურსის მოპოვების ან ბიზნესის გაფართოების, ასევე, ახალ ბაზრებზე გასვლის და მეტი ადამიანის დასაქმების დროს. მიგნებების მეორე ჯგუფი არის ზოგადი ხასიათის, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქის პრობლემაა. მაგალითად, საჯარო ტრანსპორტი ბევრ მუნიციპალიტეტში ვერ მუშაობს გამართულად და ეს ყველასთვის პრობლემაა, მაგრამ ზოგად პრობლემასთან ერთად განსაკუთრებით მძიმეა ქალებისთვის იმიტომ, რომ როგორც სტატისტიკითაა დადასტურებული, ქალების უდიდესი ნაწილი არ ფლობს კერძო სატრანსპორტო საშუალებას და მეტად არის დამოკიდებული საჯარო ტრანსპორტზე. მიგნებები ასევე მიემართება ზრუნვის სერვისებს და საშინაო შრომის არათანაბარ განაწილებას იმიტომ, რომ ბიზნესის დაწყების და განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი რესურსი, ფინანსებთან ერთად, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ეს არის დრო, დრო განვითარებისთვის, სწავლისთვის, სწორი ბიზნეს-გეგმის შედგენისთვის და შემდეგ მისი შესრულებისთვის“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.


მისი თქმით, თემატური მოკვლევის ჯგუფმა იგივე მეთოდიკით იმუშავა რეკომენდაციებთან დაკავშირებით.


​„არის რეკომენდაციები, რომლებიც მიემართება ზოგადი გარემოს გაუმჯობესებას და არის რეკომენდაციები, რომლებიც ქალებისთვის გაზრდის უშუალოდ ფინანსურ რესურსებზე წვდომას და ეს რეკომენდაციები მიემართება უწყებებს, მათ შორის, ეროვნულ ბანკს, როგორც კერძო ბანკების მარეგულირებელს, ასევე სახელმწიფო უწყებებს, დაწყებული პარლამენტიდან გაგრძელებული აღმასრულებელი ხელისუფლებით. არის შედარებით მოკლევადიანი და ასევე, გრძელვადიანი რეკომენდაციები, რომლებიც ერთ და ორ წელიწადში სისტემურად ვერ აღმოიფხვრება, მაგრამ დღესვეა დასაწყები სამუშაო, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდეს შესაბამისი სისტემების გარდაქმნა, რომ მან გაითვალისწინოს მოქალაქეების საჭიროებები“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პაატა კვიჟინაძე: 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა
23 მარტი 2023

პაატა კვიჟინაძე: 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა

მსგავსი

ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ელჩს შეხვდა
23 მარტი 2023

ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ფინანსთა მინისტრმა უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
23 მარტი 2023

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ფინანსთა მინისტრმა უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

პარლამენტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას მხარი დაუჭირა
23 მარტი 2023

პარლამენტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას მხარი დაუჭირა

ზაზა ლომინაძე - ლატვიის ელჩთან ჯანმრთელობის სფეროში თანამშრომლობაზე შევთანხმდით
23 მარტი 2023

ზაზა ლომინაძე - ლატვიის ელჩთან ჯანმრთელობის სფეროში თანამშრომლობაზე შევთანხმდით

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R