საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ანრი ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2024 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა

მედია და საზოგადოება 19 Jul 2024
ანრი ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2024 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის მიერ 2024 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.


​როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წელს კომიტეტმა 30 სხდომა გამართა.


„25 საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში 86 კანონპროექტი განვიხილეთ, აქედან, წამყვანი კომიტეტის სტატუსით - 70 კანონპროექტი, ხოლო სავალდებულო კომიტეტის სტატუსით - 16 კანონპროექტი. კომიტეტის სხდომებზე, ასევე განვიხილეთ საერთაშორისო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ერთი, საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული სამი და თანამდებობის პირთა არჩევასთან დაკავშირებული ოთხი საკითხი. მოგეხსენებათ, კომიტეტი პასუხისმგებელია საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წარმომადგენლობაზე და ამ კუთხით ჩვენ 11 საქმეში მოგვიწია ჩართვა და მონაწილეობა“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.


საკანონმდებლო საკითხებზე საუბრისას, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ კომიტეტმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის საკითხზე იმსჯელა, რომელიც ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვანთა დაცვის საკითხს უკავშირდება.


ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის წევრებს კანონპროექტი „საქართველოს გადაცდომათა კოდექსი“ წარუდგინა.


„მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ 372-გვერდიანი კანონის პროექტი „საქართველოს გადაცდომათა კოდექსი“. ამ მოწვევის პარლამენტის ფარგლებში გაცხადებული მქონდა, რომ ჩვენ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ შემცვლელ ახალ საკანონმდებლო აქტს შევიმუშავებდით. ​ამ საკითხზე, ჩემი ხელმძღვანელობით კომიტეტში მუშაობდნენ პროფესორები - პაატა ტურავა, ირაკლი დვალიძე და ლევან ხარანაული. მუშაობის პროცესში მსჯელობა იყო, თუ რომელ დარგს უნდა მიკუთვნებოდა ახალი კოდექსი - სისხლის სამართალს, ადმინისტრაციულ სამართალს თუ სხვა დამოუკიდებელი დარგს. შევისწავლეთ გერმანული, ავსტრიული და შვეიცარიული გამოცდილება და საბოლოოდ შევჯერდით იმ ვერსიაზე, რომ ეს უნდა იყოს ცალკე დარგი და ცალკე კოდექსი“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.


მისი თქმით, პრაქტიკაში ნორმების გამოყენებასთან დაკავშირებით საკითხების შეჯერების მიზნით, კანონპროექტზე მუშაობა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან გაგრძელდება და მისი ინიციირება სექტემბერში მოხდება.


​კომიტეტის სხდომაზე კოდექსის კონცეფციისა და ძირითადი საკითხების პრეზენტაცია გაიმართა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 Jul 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

მსგავსი

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 Jul 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 Jul 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 Jul 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 Jul 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R