საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

არჩილ თალაკვაძე დუნია მიატოვიჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 23 თებერვალი 2022
არჩილ თალაკვაძე დუნია მიატოვიჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს შეხვდა.

 

შეხვედრაზე საუბრის მთავარ თემას ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით საქართველოში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები წარმოადგენდა.

 

განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა.

 

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ევროკომისარი გეგმავს აფხაზეთში ვიზიტს, რათა ადგილზე ნახოს თუ რა ვითარებაა და რამდენად მძიმე მდგომარეობაა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ოკუპირებულ რეგიონებში.

 

„საინტერესო და პოზიტიური შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ იმ რეფორმებზე, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს ხელისუფლებამ საზოგადოებასთან ერთად განახორციელა. რეფორმებზე, რომელიც საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო დონეზე გაატარა ბოლო წლების განმავლობაში. ევროკომისარის დაინტერესების სფერო იყო შრომითი უფლებები და სამუშაო გარემოსთან დაკავშირებული უსაფრთხოების სტანდარტები. განვიხილეთ რეფორმები გარემოსდაცვითი მიმართულებით. ვისაუბრეთ საკანონმდებლო რეფორმებზე, რომელიც ეხება ქალთა მიმართ დისკრიმინაციის და ძალადობის აღმოფხვრას, სადაც კონკრეტული მონაცემები და შესრულებული სამუშაო გავაცანით ევროკომისარს. ველით, რომ მას ექნება მომდევნო საინტერესო მოხსენება საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. ევროპის საბჭოს ანგარიშებს ჩვენ ყურადღებით ვეცნობით, სადაც მოცემულია შეფასებები თუ რა პროგრესი და გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

მსგავსი

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R