საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

არჩილ თალაკვაძე: ძვირფასო პარტნიორებო, დროა გადადგათ შემდგომი ქმედითი ნაბიჯები უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ ოჯახში მისაღებად - ჩვენ ერთად, შეგვიძლია ვიყოთ უფრო ძლიერი ევროპა

მეგობრობის ჯგუფები 24 Oct 2023
არჩილ თალაკვაძე: ძვირფასო პარტნიორებო, დროა გადადგათ შემდგომი ქმედითი ნაბიჯები უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ ოჯახში მისაღებად - ჩვენ ერთად, შეგვიძლია ვიყოთ უფრო ძლიერი ევროპა

„ძვირფასო პარტნიორებო, დროა გადადგათ შემდგომი ქმედითი ნაბიჯები უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ ოჯახში მისაღებად. მხოლოდ ეს არის რეალური გარანტია იმისა, რომ ახალი თაობები იცხოვრებენ მშვიდობიან და უსაფრთხო რეგიონში. ჩვენ უკვე გავაკეთეთ არჩევანი ევროინტეგრაციისკენ და ჩვენი ქვეყნები ევროპასთან საერთო ღირებულებების, სტაბილურობისა და თანამშრომლობისკენ ისწრაფვიან. უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ უნდა მიიღონ მკაფიო საგზაო რუკა ევროკავშირის წევრობისთვის. ჩვენ ერთად, შეგვიძლია ვიყოთ უფრო ძლიერი ევროპა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეორე საპარლამენტო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, სამიტში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მონაწილეობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც გმირულად იბრძვის თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, იბრძვის მთელი ევროპის მომავლისთვის.

 

არჩილ თალაკვაძის თქმით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი და უკანონო შეჭრიდან ორი წლის შემდეგ, საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, განაგრძობს უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას.

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ჩვენი ქვეყანა შეუერთდა ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და პოლიტიკურ რეზოლუციას უკრაინასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, საქართველომ უკრაინას მიაწოდა ჰუმანიტარული დახმარება, კოლეგების მხარდასაჭერად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ კიევში, ასევე სოლიდარობის გამოსახატად - ბუჩასა და ირპინში, სადაც რუსეთის სამხედრო აგრესიის შოკისმომგვრელი შედეგები იხილეს. ომის დაწყებიდან დღემდე, საქართველოს საელჩოს მუშაობა არ შეუწყვეტია და ქართველი დიპლომატები კიევში განაგრძობდნენ მუშაობას.

 

„პირველივე წუთებიდან, ჩვენ კარი გავუღეთ და გულით შევეგებეთ ყველა უკრაინელს, ვისაც ომის შედეგად ქვეყნის დატოვება მოუხდა. უკრაინელი ლტოლვილები საქართველოში სარგებლობენ იგივე შეღავათებით, როგორც ქართველი იძულებით გადაადგილებული პირები. ჩვენ გავხსენით სკოლები უკრაინელი ბავშვებისთვის, სადაც ისინი სწავლას აგრძელებენ მშობლიურ ენაზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შემდეგ, ეს ომი განმეორებით შეგვახსენებს, რომ როდესაც ერთი ქვეყნის სუვერენიტეტს ემუქრება საფრთხე, ყველას უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგება.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა თავად არის ეგზისტენციური საფრთხის ქვეშ და ჩვენი ორი, ისტორიული რეგიონი რჩება რუსეთის მიერ ოკუპირებული, ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებებს მეგობრების წინაშე, როგორც ქართველი, ისე უკრაინელი ხალხის სახელით. საქართველოს მხარდაჭერა უკრაინისადმი უპირობოა და გრძელდება. ამიტომ, ჩვენ აქ ვართ, არა მხოლოდ სხვადასხვა ერის წარმომადგენლები, არამედ როგორც ერთი ხმა და ერთი მთლიანი ოჯახი - დროა, ვაჩვენოთ ძალა, რომელიც ჩვენს დემოკრატიებს გააჩნია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეორე საპარლამენტო სამიტში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი მონაწილეობენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 Jun 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 Jun 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 Jun 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R