საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

არჩილ თალაკვაძე: განათლების სფეროზე ოპოზიციას სათქმელი არაფერი აქვს, არც ხედვა აქვს და არც ოპონირება შეუძლია

პლენარული სხდომები 28 ნოემბერი 2023
არჩილ თალაკვაძე: განათლების სფეროზე ოპოზიციას სათქმელი არაფერი აქვს, არც ხედვა აქვს და არც ოპონირება შეუძლია

„დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს საზოგადოებას თუ ვის აქვს ძირითადი პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე და ვინ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მანდატს, საზოგადოების ნდობას პასუხისმგებლობით ეკიდება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს მოუსმინეს.

 

არჩილ თალაკვაძემ ბოლო წლების განმავლობაში განათლების სისტემაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე ისაუბრა და სამინისტროს მიერ დაგეგმილი აქტივობები დადებითად შეაფასა.

 

„რის გაკეთება შევძელით ჩვენ ერთად ამ წლების განმავლობაში, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ განათლების სფეროში საზოგადოებასთან ერთად? პირველ რიგში, ჩვენ გვერდით დაუდექით ოჯახებს, რომლებსაც ჰქონდათ მძიმე ფინანსური ტვირთი. ისევე როგორც ჯანდაცვა დაუბრუნდათ მოქალაქეებს, ისევე როგორც დაუბრუნდათ უსაფრთხოება და ევროპული პერსპექტივა, ჩვენმა ხელისუფლებამ, პირველ რიგში, დააფინანსა სახელმძღვანელოები, რომლებიც მძიმე ფინანსურ ტვირთს წარმოადგენდა ოჯახებისთვის. 2 ათასზე მეტ სკოლაში დღეს მოსწავლეები სახელმწიფოს მიერ ნაყიდ სახელმძღვანელოებს იღებენ. ჩვენ დავხარჯეთ მეტი ფული ტრანსპორტისთვის, რათა იმ ადგილებში, სადაც მოქალაქეებს ურთულდებოდათ საკუთარი შვილების სკოლებში მიყვანა, სახელმწიფომ დანიშნა ტრანსპორტი. ჩვენ სრულად დავაფინანსეთ და ოჯახებისთვის უფასო გავხადეთ სკოლამდელი განათლება. სერიოზული რეფორმა დავიწყეთ პროფესიულ განათლების კუთხით და განათლების სფეროს ბიუჯეტი ოთხჯერ გავზარდეთ, რაც მიუთითებს თუ რამდენად პრიორიტეტულად მიიჩნევს ხელისუფლება განათლების სექტორს. 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე ჩვენ მასწავლებლების ხელფასები გავზარდეთ და ასევე დიდი რესურსი დავხარჯეთ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე. დღევანდელი დღე რომ შევაჯამოთ - საკმაოდ მშვიდი, საქმიანი დღე იყო. ის რომ ოპოზიცია გავიდა დარბაზიდან და არავინ დარჩა ნიშნავს, რომ ამ სფეროში ოპოზიციას სათქმელი არაფერი აქვს, არც ხედვა აქვს და არც ოპონირება შეუძლია და არ აქვს ერთი მიზეზით - იმიტომ კი არა, რომ არაფერი აღარ არის გასაკეთებელი ამ სფეროში, იმიტომ რომ ვერ ხედავენ პოლიტიკური ქულების პოპულიზმით დაწერის შესაძლებლობას. წარმატებები ჩვენს ქვეყანას, წარმატებები განათლების სამინისტროს, სამინისტროს გუნდს მინისტრის ხელმძღვანელობით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R