საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

არჩილ თალაკვაძე „საქართველო და ევროკავშირი“ პროექტის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა და სამახსოვრო სიგელები გადასცა

მედია და საზოგადოება 23 თებერვალი 2024
არჩილ თალაკვაძე „საქართველო და ევროკავშირი“ პროექტის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა და სამახსოვრო სიგელები გადასცა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან ერთად და პარლამენტის სასწავლო ცენტრის ჩართულობით, საგანმანათლებლო პროექტს თემაზე - „საქართველო და ევროკავშირი“ განაგრძობს.

 

დასკვნით ღონისძიებაზე 30-მდე სკოლის 40-მდე ახალგაზრდას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე შეხვდა და სამახსოვრო სიგელები საჩუქრებთან ერთად გადასცა.

 

„თქვენი აზრი, თქვენი პერსპექტივა და თქვენი მონაწილეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია. შთაბეჭდილების ქვეშ ვარ თუ როგორ აფასებთ იმ პროგრესს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და რამდენად პოზიტიურად უყურებთ საქართველოს ევროპულ მომავალს. თქვენი და თქვენი მასწავლებლების დამსახურებაა, რომ ასე კარგად იცით რას ნიშნავს ევროპული ღირებულებები, რას ნიშნავს ევროპული სახელმწიფო და რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები. თქვენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაში, ვინაიდან, სწორედ თქვენ ხართ ის თაობა, რომელმაც ხელი უნდა ჩამოართვას ევროპას და ევროპელ თანატოლებს, როგორც თანასწორს. ამისათვის უნდა გვქონდეს ძლიერი, ტერიტორიულად გამთლიანებული და თანამედროვე სახელმწიფო, რომელსაც ახლა ერთად ვაშენებთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ორი კომიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მოსწავლე ახალგაზრდებს საქართველოს პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები შეხვდნენ.

 

ახალგაზრდებს გააცნეს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის მოკლე ისტორია და მიმართულებები; ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები; ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობა.

 

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები მოსწავლეებს ესაუბრნენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის განათლების სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე, ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე, მათ შორის, პროგრამაზე „ ერასმუს+“.

 

პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საკანონმდებლო საქმიანობას და მის როლს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში. ისინი ესწრებოდნენ როგორც საკომიტეტო, ასევე პლენარულ სხდომებს.

 

საგანმანათლებლო პროექტი მიმდინარე წლის მაისში დასრულდება და მასში მონაწილეობას მიიღებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დამამთავრებელი კლასის 100-მდე მოსწავლე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R