საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

არჩილ თალაკვაძე სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს - სახელმწიფო დიდ ინვესტიციას აკეთებს განათლების სფეროში, რადგან ქვეყნის წარმატებულ მომავალს კონკურენტული ცოდნით აღჭურვილი მოქალაქეები ქმნიან! მეამაყება, რომ მეც ამ უნივერსიტეტში ვსწავლობდი!

მედია და საზოგადოება 25 Sep 2023
არჩილ თალაკვაძე სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს - სახელმწიფო დიდ ინვესტიციას აკეთებს განათლების სფეროში, რადგან ქვეყნის წარმატებულ მომავალს კონკურენტული ცოდნით აღჭურვილი მოქალაქეები ქმნიან! მეამაყება, რომ მეც ამ უნივერსიტეტში ვსწავლობდი!

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ღონისძიებას უკვე წლებია ვესწრები. გილოცავთ ახალი სასწავლო წლის და სტუდენტობის დაწყებას. სახელმწიფო დიდ ინვესტიციას აკეთებს განათლების სფეროში, რადგან ქვეყნის წარმატებულ მომავალს კონკურენტული ცოდნით აღჭურვილი მოქალაქეები ქმნიან - დღეს თქვენი დღეა და წარმატებებს გისურვებთ! მეამაყება, რომ მეც ამ უნივერსიტეტში ვსწავლობდი!“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მან სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე, მის ტრადიციებზე და მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.

 

არჩილ თალაკვაძემ ახალგაზრდებს სტუდენტობა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

 

„თქვენ შემოდიხართ ჯანდაცვაში ძალიან რთულ დროს. როდესაც მსოფლიო და პროცესები არის უფრო მეტად აჩქარებული, ადამიანები სულ უფრო ფართოდ იყენებენ ტექნოლოგიებს, ხელოვნურ ინტელექტს და სამეცნიერო პროგრესს, როდესაც პაციენტებიც ბევრად მეტ ინფორმაციას ფლობენ. ამ დროში ცოდნის და ინფორმაციის ნაწილი ყოველ წუთს კარგავს ფასს, მაგრამ ახალი ცოდნა და ინფორმაცია იძენს წარმოუდგენელ ღირებულებას. მიხარია, რომ სამედიცინო უნივერსიტეტი მიყვება ამ პროგრესს და მუდმივად აუმჯობესებს თავის თავს. რექტორი, ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი ბევრს აკეთებენ, რომ უნივერსიტეტი წარმატებული იყოს. თქვენი არჩევანი, რომ ემსახუროთ ადამიანებს, დაიცვათ მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე - ძალიან საპასუხისმგებლოა - წარმატებებს გისურვებთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ვიცე-სპიკერმა იმ ექიმების ღვაწლიც გაიხსენა, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში.

 

„სამედიცინო უნივერსიტეტს ახსოვს არა მხოლოდ ბედნიერი და მხიარული დღეები, არამედ რთული დღეებიც - მინდა გავიხსენო ის ექიმები, რომლებმაც თავი შესწირეს თავის ქვეყანას, სამშობლოს და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. მათ გმირობის მაგალითი მისცეს ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

სტუდენტებს მიმართა პარლამენტის წევრმა ლადო კახაძემ.

 

„ეცადეთ რომ თქვენი ქმედება პირდაპირ ბმაში იყოს ქვეყნის ინტერსებთან. თქვენი ყოველი ნაბიჯი, წარმატებით დაგვირგვინებული, პატივისცემა იქნება თქვენი წარსულის და იქნება ახალი მოტივაცია თქვენს მიერ ახალი თაობის გაზრდისა. დღეს მე ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ქვეყნის ხელისუფლების სახელით ქმნის ყველა პირობას, რომ განათლების სისტემა იყოს პრიორიტეტული და წარმოჩინებული და რაც მთავარია, დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ხედავენ ამ პოტენციალის მიმტანად იმ სივრცისკენ, სადაც თავს იყრიან ღირსეული სუვერენული, დამოუკიდებელი და განათლებული საზოგადოებები და ქვეყნები“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

 

საზეიმო ღონისძიების სტუმრებს ასევე მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჩკორიამ.

 

2023-2024 სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 Jun 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 Jun 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 Jun 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R