საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

არჩილ თალაკვაძე უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

მედია და საზოგადოება 23 May 2023
არჩილ თალაკვაძე უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს, იშტვან ნაგის შეხვდა.


მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყნას შორის სექტორული თანამშრომლობის კუთხით არსებულ ურთიერთობებზე და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე.


„პირველ რიგში, ეს იმის ნიშანია, რომ ევროკავშირი საქართველოსთან თანამშრომლობას აღრმავებს - ეს არის სექტორული თანამშრომლობა, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტები გამოხატავს პოლიტიკურ მხარდაჭერას, რაც აქვს საქართველოს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ.


როგორც მან აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობა ევროკავშირთან, ევროპული ინტეგრაციის ამ ეტაპზე, დღეს კიდევ უფრო აქტიურია.


„რასაკვირველია, ეს მხარდაჭერა, საბოლოო ჯამში, უნდა აისახოს საქართველოსთვის კანდიდატი სტატუსის მიცემის გადაწყვეტილებაზე, ვინაიდან დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ დაყოვნების გარეშე მიიღოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი, რაც თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს ჩვენს ურთიერთობას და თანამშრომლობას ევროკავშირთან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.


​შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ დეპუტატები, - დავით სონღულაშვილი, გელა სამხარაული და ლევან მგალობლიშვილი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 Jun 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 Jun 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 Jun 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R