საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

არჩილ თალაკვაძე: ვაფასებთ უნგრეთის ძლიერ მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. იუსტიციის მინისტრმა შეხვედრაზე ეს კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაიმეორა

მედია და საზოგადოება 05 Jul 2023
არჩილ თალაკვაძე: ვაფასებთ უნგრეთის ძლიერ მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. იუსტიციის მინისტრმა შეხვედრაზე ეს კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაიმეორა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ უნგრეთის იუსტიციის მინისტრ ჯუდიტ ვარგასთან და უნგრეთის სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრა გამართა.


შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და საქართველოს ევროპულ მომავალზე. უნგრეთის მხარემ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა.


„ვაფასებთ უნგრეთის ძლიერ მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. იუსტიციის მინისტრმა შეხვედრაზე ეს კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაიმეორა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში.
ეს არის დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა ევროკავშირის წევრი ქვეყნისგან. ბუნებრივია, რომ საქართველო განაგრძობს დიალოგს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოსთან და ამ მომენტში, უნგრეთის მხარდაჭერა ძალიან პოზიტიური და მნიშვნელოვანია და ძალიან ვაფასებთ ჩვენი უნგრელი მეგობრების პოზიციას, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით გააჩნიათ.
რეალურად, ევროპა და საქართველოს ნამდვილი მეგობრები ხედავენ პროგრესს, რომელიც აქვს საქართველოს და სათანადოდ აფასებენ იმ რეფორმებს, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ განახორციელა. საქართველო არის ევროპის საიმედო პარტნიორი რეგიონში და ორმხრივი ურთიერთობების, იმ პროგრესის გათვალისწინებით, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანას აქვს, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.


ვიცე-სპიკერთან ერთად, უნგრეთის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ანრი ოხანაშვილი და მარიამ ლაშხი ესწრებოდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 Jul 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 Jul 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 Jul 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 Jul 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 Jul 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R