საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ავთანდილ ენუქიძე ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციისა და საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 14 ივლისი 2022
ავთანდილ ენუქიძე ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციისა და საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ ენუქიძე ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლუკ ტარდიფს და საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტს, ზაქარია ხეჩუაშვილს შეხვდა.

 

მხარეებმა საქართველოში ყინულის ჰოკეის შემდგომი განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. როგორც ავთანდილ ენუქიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ლუკ ტარდიფს გარკვეული წვლილი მიუძღვის ჩვენს ქვეყანაში ყინულის ჰოკეის აღორძინებაში და მან მზადყოფნა გამოთქვა მომავალშიც დახმარება გაუწიოს საქართველოს სპორტის ამ სახეობის განვითარებაში.

 

„გუშინ, ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ლუკ ტარდიფი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს შეხვდა და მხარეებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ყინულის ჰოკეის შემდგომი განვითარებისთვის. დღევანდელ შეხვედრაზე ლუკ ტარდიფმა მზადყოფნა გამოთქვა დაეხმაროს ქართულ მხარეს თბილისში დაგეგმილი ყინულის ჰოკეისა და ფიგურული სრიალის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის მოედნის მშენებლობაში, მათ შორის, პროექტირებისას ტექნიკური კონსულტაციის გაწევით. მე, როგორც საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტს, საუბარი მქონდა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთ თეა წულუკიანთან, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოში ყინულის მოედნების მშენებლობას. ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრების წარმატებული გამოსვლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში, სადაც ჩვენმა გუნდმა ვერცხლის მედლები მოიპოვა და შესაბამისად, „ა“ დივიზიონში გადავიდა. ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი დაგვპირდა, რომ თუ საქართველოში შესაბამისი სტანდარტების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, განხილული იქნება ჩვენს ქვეყნაში „ა“ დივიზიონის მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის საკითხი. ლუკ ტარდიფმა აღნიშნა, რომ იგი აუცილებლად ეწვევა თბილისს ყინულის ჰოკეისა და ფიგურული სრიალისთვის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის მოედნის გახსნაზე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R