საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბაია კვიციანი კოპენჰაგენის სპეციალურ სკოლას ეწვია

მედია და საზოგადოება 21 ნოემბერი 2023
ბაია კვიციანი კოპენჰაგენის სპეციალურ სკოლას ეწვია

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი კოპენჰაგენში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის განკუთვნილ სკოლას ესტუმრა.

 

ვიზიტის ფარგლებში, ბაია კვიციანი სასწავლო პროცესს გაეცნო და სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

 

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათგან მიიღო ინფორმაცია მასწავლებლის გადამზადების პროცედურებსა და სასწავლო პროცესში ინდივიდუალურ მიდგომებთან დაკავშირებით.

 

სკოლის ხელმძღვანელმა პირებმა დელეგაციის წარმომადგენლებს ასევე გაუზიარეს ინფორმაცია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა სოციალიზაციასა და მათი დამოუკიდებელი ცხოვრების მზადებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

 

ბაია კვიციანის განცხადებით, კომიტეტისთვის პრიორიტეტულია ინკლუზიური განათლება, რაც გამოიხატება იმაში, რომ ამჟამად მიმდინარე ექვსივე თემატური მოკვლევა ითვალისწინებს ინკლუზიასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლას. მისივე თქმით, დანიაში ვიზიტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე თემატური მოკვლევისთვის, რომლის მიზანია მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე მათი სოციალური და ემოციური მდგომარეობის გავლენის შეფასება და არსებული მხარდამჭერი მექანიზმების ეფექტიანობის შესწავლა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R