საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბაია კვიციანი: ვიმედოვნებ, სტიგმას, რაც დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ საზოგადოებაში არსებობს, ჩვენი აქტიურობით დავამარცხებთ

მედია და საზოგადოება 21 მარტი 2024
ბაია კვიციანი: ვიმედოვნებ, სტიგმას, რაც დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ საზოგადოებაში არსებობს, ჩვენი აქტიურობით დავამარცხებთ

ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ორგანიზებით, დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა.

 

„უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარლამენტი დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების სოლიდარობის გლობალურ კამპანიას უერთდება. პარლამენტი 2017 წლიდან ყოველწლიურად ატარებს სხვადასხვა ღონისძიებას და წვლილი შეაქვს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში. ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო კი წელს პირველად ჩაერთო სოლიდარობის ამ გლობალურ კამპანიაში, რომლის გზავნილია - „დავასრულოთ სტერეოტიპები“. იმედი მაქვს, ჩვენ მოვახერხებთ და სტერეოტიპებს, სტიგმას, რაც ამ მიმართულებით არსებობს ჩვენი აქტიურობით და თანადგომით დავამარცხებთ“, - განაცხადა ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ბაია კვიციანმა.

 

შეხვედრაზე, რომელზეც მოწვეული იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციის „თანადგომა“, ასოციაცია „ანიკას“, სკოლა „აისის“, გაეროს ბავშვთა ფონდის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები და ახალგაზრდები, მათი მშობლები, იმსჯელეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საჭიროებებზე, მათთვის ახალი დამხმარე სასწავლო ტექნოლოგიების, მათ შორის, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაზე, ასევე სასწავლო პროცესში ადაპტირებული ტექნიკის შემოღების შესახებ.

 

შეთანხმდნენ, რომ წამოჭრილ საკითხებზე შესაბამის სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურებს შორის კომუნიკაცია კიდევ უფრო აქტიური გახდება, რათა ბავშვთა უფლებების მიმართულებით დღეს არსებული მექანიზმები ყველა ბენეფიციარისთვის ცნობილი და ხელმისაწვდომი გახდეს.

 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო წევრი გრეტა წიწავა.

 

21 მარტი - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე, საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, დაუნის სინდრომის შესახებ კვირეული მიმდინარეობს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა

მსგავსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R