საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბექა ლილუაშვილი: „ანტიკრიზისული პროგრამის მეოთხე ეტაპზე დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებისთვის, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები დარეგისტრირდება“

მედია და საზოგადოება 28 დეკემბერი 2020
ბექა ლილუაშვილი: „ანტიკრიზისული პროგრამის მეოთხე ეტაპზე დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებისთვის, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები დარეგისტრირდება“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებთან პანდემიის პერიოდში ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში გასატარებელ ღონისძიებებზე და იმ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრა, რომელთა რეგისტრაცია 28 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე იგეგმება.

„გლობალური პანდემიის პირობებში საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტად ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობის ზრუნვასთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი მიზანი პანდემიის შედეგად ეკონომიკური კრიზისის ნეგატიური ზემოქმედების მინიმიზაციაა. ამ პროცესში ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერა და მათთვის სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნება. სწორედ ამ მიზნის ფარგლებში ანტიკრიზისულ ღონისძიებებს ეტაპობრივად ვახორციელებთ, რომელიც 4 ეტაპად ტარდება. მიმდინარე წლის განმავლობაში ანტიკრიზისული ღონისძიებების მიმართულებით 2.8 მილიარდი ლარი დაიხარჯა და აღნიშნული თანხა სხვადასხვა საკომპენსაციო ღონისძიებებს მოხმარდა.

ზუსტად იგივე სულისკვეთებაა ასახული 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც, სადაც ანტიკრიზისული ღონისძიებების მიმართულებით 1.4 მილიარდ ლარზე მეტი რესურსის დახარჯვა არის გათვალისწინებული. ამ ღონისძიებების ნაწილი საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებს, შესაბამისად, დღევანდელ ბიუროს სხდომაზე განიხილება ანტიკრიზისული ღონისძიებების მეოთხე ეტაპზე დაგეგმილი სხვადასხვა სახის ბიზნესის მხარდაჭერისთვის საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რაც კერძო სექტორისთვის და ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი საგადასახო შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს, რათა მაქსიმალურად შევამსუბუქოთ ზეწოლა და წნეხი მათ ფინანსურ მდგომარეობაზე, რაც თავის მხრივ, სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და ჩვენი მოქალაქეების დასაქმების სწრაფად აღდგენას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

პარლამენტის წევრმა ჟურნალისტებს ის კონკრეტული ინიციატივები გააცნო, რომლებიც ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება. საუბარია როგორც გარკვეული ოდენობის ხელფასის მქონე პირების საშემოსავლო გადასახადების საკითხებზე, ასევე საიჯარო და სალიზინგო ხელშეკრულებების დღგ-ს დაბეგვრასა და ტურიზმის სექტორის მხარდაჭერაზე. მისივე განცხადებით, ცვლილებები საბაჟო და საგადასახადო პროცედურების გამარტივების კუთხითაც განხორციელდება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R