საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბექა ნაცვლიშვილი - დღეიდანვე უნდა შევქმნათ სასურსათო უსაფრთხოების საფუძველი

მედია და საზოგადოება 02 აპრილი 2020
ბექა ნაცვლიშვილი - დღეიდანვე უნდა შევქმნათ სასურსათო უსაფრთხოების საფუძველი

საქართველოს პარლამენტის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის შეფასებით, ჩვენი ქვეყანა დიდ ყურადღებას უთმობს კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების შემცირებასა და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, რაც აუცილებელი და მართებულია, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ არ უნდა გამოგვრჩეს გლობალური პროცესები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სურსათის გლობალური დეფიციტი. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც მსოფლიო პანდემიის თემას მიეძღვნა.

„პირველი, ამის გამომწვევი მიზეზი არის, რომ ქვეყნებში აღარ არის მუშახელი, რომლებმაც შეიძლება სასოფლო სამეურნეო პროდუქტი შექმნან, რადგან შრომითი მიგრაცია არის შემცირებული, მეორე, ეს არის ლოჯისტიკური და სატრანსპორტო სისტემების შეჩერების მაღალი ალბათობა. მესამე ის არის, რომ რიგმა ქვეყნებმა, რომელთათვისაც ძნელია გამოიცნონ რა მასშტაბები და რა ხანგრძლივობა ექნება პანდემიას, უკვე გადადგეს ნაბიჯები იზოლაციონისკენ, რაც გულისხმობს სასურსათო პროდუქტის ექსპორტის შეჩერებას, ეს პრობლემა განსაკუთრებით აწვება ისეთ ქვეყნებს, რომლებიც დამოკიდებული არიან სასურსათო იმპორტზე. ასეთია საქართველოც გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ჩვენი სასურსათო პროდუქტის 70%-ის იმპორტს ვახორციელებთ“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში მთავრობამ სხვა ეკონომიკური სტიმულირების გეგმასთან ერთად, გამოაცხადა რა, რომ 2 მილიარდი ლარი გამოყოფილია ეკონომიკური და სოციალური პრობლემების შესარბილებლად, უნდა გადადგას მთავარი ნაბიჯი და უნდა იზრუნოს სასურსათო უსაფრთხოებაზე.

„პანდემიის შედეგების გასამკლავებლად გამოყოფილი 2 მილიარდი ლარიდან, რაც მთავრობამ დააანონსა, 460 მილიონი უნდა წავიდეს პირდაპირ სოფლის მეურნეობის სუბსიდირებასა და სტიმულირებაში. იგი უნდა წარიმართოს სოფლის მეურნეობის იმ პროექტების დაფინანსებაზე, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის მოსახლეობის მარცვლეულით, ხორცითა და ბოსტნეულით უზრუნველყოფას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სასურსათო უსაფრთხოება ესაა ჯანსაღი პროდუქტით საკუთარი მოსახლეობის უზრუნველყოფა. მთავრობამ უარი უნდა თქვას ლიბერალურ მიდგომებზე და ის უნდა გახდეს შესაბამისად ამ პროცესების როგორც მაორგანიზებელი, ისე მთავარი ინვესტორი“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

მან ყურადღება გაამახვილა მოსახლეობის მარცვლეულით, ხორცითა და ბოსტნეულით უზრუნველყოფის პროექტების განხორციელების დეტალებზე და იმ საკითხებზე, რომელთა მოგვარება სასურსათო უსაფრთხოების გადაწყვეტის მიმართულებით, მთავრობის მიერ აუცილებლად უნდა განხორციელდეს, მათ შორის, ქათმის ხორცის დღგ-გან გათავისუფლება. მისივე თქმით, ასევე აუცილებელი იქნება სასაწყობო და სამაცივრე მეურნეობების შექმნა მეხილეობის ხელშეწყობისათვის და მებოსტნეობაში კი სუბსიდირების განხორციელება, რაზეც პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს და, საერთოდ, სახელმწიფო უნდა გახდეს ამ პროცესების ორგანიზატორი.

„ჩვენ არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება გლობალური პანდემია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სასურსათო დეფიციტი, ამის ნიშნები უკვე არსებობს გლობალური მასშტაბით, ამიტომ ჩვენ ამ პროცესიდან შეგვიძლია გამოვიდეთ გამარჯვებული, რომ მომავალში ის პროექტები, რასაც დღეს ჩვენ განვახორციელებთ, გახდეს ჩვენი სასურსათო უსაფრთხოების საფუძველი“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
10 ივნისი 2026

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

მსგავსი

პარლამენტმა „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
10 ივნისი 2026

პარლამენტმა „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შექმნილი სახელმძღვანელოების სასწავლო პროცესში ეტაპობრივად დანერგვას ითვალისწინებს
10 ივნისი 2026

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შექმნილი სახელმძღვანელოების სასწავლო პროცესში ეტაპობრივად დანერგვას ითვალისწინებს

პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში” ცვლილებებს მხარი დაუჭირა
10 ივნისი 2026

პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში” ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობა გაუქმდა
10 ივნისი 2026

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობა გაუქმდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R