საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბექა ოდიშარია: დიასპორა არის ჩვენი დიდი ეკონომიკური, ინტელექტუალური და დემოგრაფიული პოტენციალი

მედია და საზოგადოება 28 ივნისი 2024
ბექა ოდიშარია: დიასპორა არის ჩვენი დიდი ეკონომიკური, ინტელექტუალური და დემოგრაფიული პოტენციალი

„დიასპორა არის ჩვენი დიდი პოტენციალი, ეს არის ჩვენი ეკონომიკური, ინტელექტუალური და რა თქმა უნდა, უზარმაზარი დემოგრაფიული პოტენციალი და იმედი. მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ყველას, ვისაც თავი დიასპორელად მიაჩნია“, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბექა ოდიშარიამ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ინიციატივით განხორციელებულ თემატური მოკვლევაზე - „დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისთვის: დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვა“ გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ ახლახან გვქონდა თემატური მოკვლევის პრეზენტაცია. ამ მოკვლევით გვინდოდა საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა თუ რას იწვევს თავისუფალი გადაადგილება. მიგრაცია ცუდს არაფერს იწვევს, მთავარია ეს იყოს ცირკულარული, იყოს რეგულირებადი და იყოს ლეგალური, თორემ ამაში ცუდი არაფერი არ არის“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დამსახურებაა ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.

მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა წაიკითხა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა

მსგავსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R