საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს მოუსმინეს

მედია და საზოგადოება 18 დეკემბერი 2023
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს მოუსმინეს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს მოუსმინეს.


კომიტეტის სხდომაზე ლევან დავითაშვილი პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის შესაბამისად, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტები“ შეკითხვებს პასუხობდა, რომელიც ჩინეთში „Belt and Road initiative”-ის ფორუმში მის მონაწილეობას შეეხებოდა, რომელსაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ესწრებოდა.


„თუ ვინმეს უნდა იმის წარმოჩენა, რომ ხელისუფლება რაიმე ფორმით დღეს საქართველოს ინტერესებს აზიანებს და რაიმე ფარულ დიალოგშია, როგორც გავრცელებული იყო არასწორი ინფორმაცია, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ არის. საქართველოს ხელისუფლებას ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთისთვის არაფერი დაუთმია. თუ გვინდა, რომ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და მკაფიოდ ვისაუბროთ ოკუპაციაზე, გეუბნებით, რომ დიახ, რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი მტერია, რუსეთი დამნაშავეა და რუსეთის მიმართ ჩვენ არანაირ კომპრომისზე წამსვლელები არ ვართ საქართველოს ინტერესების საზიანოდ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


მან ჩინეთში გამართული ფორუმის - „ერთი გზა, ერთი სარტყელი“ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ფორუმზე 150 ქვეყანა იყო წარმოდგენილი, მათ შორის ევროკავშირის ათამდე სახელმწიფო იღებდა მონაწილეობას. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს დელეგაციის ფორუმზე დასწრება ჩინეთის სახელმწიფოს მიმართ პატივისცემის გამოხატვაა, რამდენადაც ეს პირადად პრეზიდენტ სი ძინპინის პირადი მოწვევა იყო. მისივე თქმით, ამ მოწვევის იგნორირება უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იქნებოდა ორი ქვეყნის ურთიერთობების დინამიკიდან გამომდინარე.


„საგარეო პოლიტიკის ნაწილში ჩვენ ვართ თანმიმდევრულები, ჩვენთვის სტრატეგიული მიმართულება და ხაზი არის ევროკავშირთან ინტეგრაცია და საზოგადოება ხედავს, რომ ამ გზაზე ჩვენი პოლიტიკა არის წარმატებული. საქართველოს პატივს სცემენ, არის სანდო მოკავშირე, მათ შორის ევროკავშირის, იგივე ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. ამ გზაზე ჩვენ მივდივართ ღირსებით და არ გვინდა, რომ ევროკავშირში ვიყოთ მხოლოდ ბენეფიციარები, ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროკავშირის წარმატების კონტრიბუტორები. ამ მიდგომას აფასებენ ჩვენი პარტნიორები და როდესაც დასმული იყო კითხვა, ჩვენი მონაწილეობა ამ ინიციატივაში რამდენად აზარალებს საქართველოს ევროკავშირში წევრობას, ვფიქრობ, ამაზე პასუხი გასცა ევროკავშირის ხელმძღვანელობამ, როგორც კომისიამ, ისე საბჭომ იმ გადაწყვეტილებით, რაც მოვისმინეთ 14 დეკემბერს. ასე, რომ ვფიქრობ, ამაზე სპეკულაცია უსაფუძვლოა“, - განაცხადა მინისტრმა.


როგორც სხდომაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა განაცხადა, ჩინეთში გამართულ ფორუმში საქართველოს მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო.


„ჩვენ ჩინეთთან გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობა, აქედან გამომდინარე, საქართველოს მონაწილეობა ამ ღონისძიებაში მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც შუა დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ამას ხელი შეეწყოს, რადგან გადაზიდვები არის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი, ამიტომაც, რა თქმა უნდა, ჩვენი დელეგაცია ფორუმში მონაწილეობის მისაღებად უნდა წასულიყო“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა

მსგავსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R